ბლოგი:
ივნისი 10, 2014
ავტორი Anika
ზემოთხსენებული მსახიობებიდან რომლის ფიზიკური მონაცემები უფრო გხიბლავთ არ ვიცი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ორივე არაჩვეულებრივად და რაც მთავარია, ჯანმრთელად გამოიყურება. მათი საიდუმლო კი, როგორც თავად ამბობენ, სწორად გათვლილ და დაბალანსებულ კვების რაციონშია, რომელსაც ცნობილ ამერიკელ ტოსკა რინოს უმადლიან.
ნებადართული პროდუქტები:
რაში მდგომარეობს კვების ეს პრინციპები?
დიეტის ამოსავალი წერტილი ექვსჯერადი კვებაა - არაფერი მოგესმათ, დღეში 6 -ჯერ კვებაზე ვსაუბრობთ, რაც დაახლოებით ყოველ 2-3 საათში ერთხელ საკვების მიღებას გულისხმობს.
სასიხარული ამბავი ისაა, რომ აკრძალული საკვები ფაქტიურად არ არსებობს: დიეტის ავტორი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, მთავარია შეიყვაროთ და მიირთვათ სასარგებლო პროდუქტები და ისინი ყოველდღიური რაციონის განუყოფელ ნაწილად აქციოთ. დიდი რაოდენობით ცილები და რთული ნახშირწყლები შიმშილის გრძნობას კარგად და დიდი ხნით უმკლავდებიან, შესაბამისად წონაში კლებას და ფორმის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
მოკლედ, როგორ ვიქცევით:
- დღეში მინიმუმ 6-ჯერ ვიკვებებით ანუ ყოველ 3 საათში ერთხელ - ასე არც შიმშილი შეგაწუხებთ და არც რამე ძალიან კალორიულზე წაგცდებათ ხელი;
- დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრ წყალს ვიღებთ - ეს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში დაგვეხმარება;
- ნუ მიირთმევთ ისეთ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობის გარკვევასაც ვერ ახერხებთ ეტიკეტზე. უპირატესობა მიანიჭეთ ახლადმომზადებულ, სეზონურ საკვებს და მინიმუმამდე დაიყვანეთ კონსერვირებული პროდუქტების მიღება;
- ყოველ კვებაში ჩართეთ ნაკლებადცხიმიანი ცილები (ხორცი, თევზი, კვერცხი, ჰუმუსი) და რთული ნახშირწყლები (ხილი, უჯრედისით მდიდარი ბურღულეული) - ეს პროდუქტები ზედმეტი კილოგრამების ეფექტიანად და სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებიან;
- აუცილებლად აკონტროლეთ საკვების ულუფის ზომა: ქათამი -დაახლოებით 150 გრ; ბურღულეული - 1/2 ჭიქა; ცეხვილი პური - 1 ნაჭერი; თხილი - ერთი მუჭა; ხილი - ერთი დასახელების ხილი, რომელიც ხელის გულზე დაგეტევათ; ბოსტნეული - ერთი დიდი პორცია.
ნებადართული პროდუქტები:
ბოსტნეული: კიტრი, სალათი რომანა, სოკო, მწვანე ლობიო, სატაცური, ბროკოლი, ისპანახი, ხახვი, ნიორი, ნიახური, კარტოფილი, ყაბაყი, პომიდორი.
ხილი: კენკროვანი ხილი, ვაშლი, ბანანი, მსხალი, ავოკადო, ხილის ჩირი;
საკონდიტრო ნაწარმი: ცეხვილი პური, ცეხვილი ხორბლისგან დამზადებული "ხლებცი";
ხორცი: ქათმის მკერდი, ორაგული, ტილაპია, ნებისმიერი თეთრი თევზი, ტოფუ, საქონლის ხორცი, ინდაურის ხორცი, კვერცხი;
რძის პროდუქტები: უცხიმო რძე; უცხიმო სოიოს რძე; უცხიმო იოგურტი ხილის და შაქრის დამატების გარეშე; კეფირი;
თხილი: უმარილო ნუში, ქეშიუ, თხილი, უმარილო მზესუმზირა;
ბუნებრივი ზეთები: სელის, ზეითუნის, მზესუმზირის;
მარცვლეული: მიუსლი, ცეხვილი შვრია, ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, შვრიის ქატო;
სასმელი: მწვანე ჩაი, ყავა, წყალი.
გარდა ამისა ზომიერად შეგიძლიათ მიირთვათ მდოგვი, უშაქრო ტომატის წვენი, თაფლი, ბალზამიკოს ძმარი, ლიმონის წვენი, ლაიმის წვენი, ვაშლის ძმარი, ზღვის მარილი, სუნელები.
მოკლედ, სცადეთ და შედეგების შესახებ მოგვწერეთ ანიკას ბლოგზე.
წარმატებებს გისურვებთ,
ანიკა