წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ანტიდეპრესანტი საკვები პროდუქტები

ბლოგი:
ნოემბერი 05, 2015
ავტორი Anika
დღევანდელ დღეს, ათასგვარი ქიმიური და ხელოვნური ინგრედიენტების და დანამატების ეპოქაში, სულ უფრო იშვიათობა ხდება ბუნებრივი თავის მოვლის საშუალებები და ყოველივე ნატურალური, რაც ჩვენს ჯანმრთელობასთან და კარგ გუნება-განწყობასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, მუდმივად ვარ ასეთი ბუნებრივი პროდუქტების ძიებაში და როცა მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდები, არ შემიძლია ანიკას ბლოგის მკითხველებს არ გავუზიარო. დღეს იმ საკვებზე გესაუბრებით, რომლებიც ყოველგვარი პრეპარატების და მედიკამენტების გარეშე, დეპრესიის თავიდან აცილებაში, განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარებიან.

შვრია (ჩვენში "გეკრულესად" მოხსენიებული) - შვრიის ფანტელი კარგად უმკლავდება უგუნებობას B6 da B1 ვიტამინების, ფოლიუმის და პანტოთენის მჟავების მეშვეობით. ამას გარდა, შვრია მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ნელა შეითვისება ორგანიზმის მიერ და შესაბამისად, გამორიცხავს ხასიათის სწრაფ ცვალებადობას, როგორც ეს შაქრით გაჯერებულ პროდუქტებს ახასიათებს.

ნუში - ერთი მუჭა ნუში B6 ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღების გარანტია, რაც შესაბამისად, დადებითად აისახება ნერვიულ სისტემაზე და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ნუში მიღებული ტრიპტოფანის სეროტონინში გარდაქმნას უწყობს ხელს, ამდენად ყველი-ნუშის კომბინაცია არამხოლოდ სასიამოვნო დასაგენოვნებელია, არამედ სასარგებლოცაა.

747c242cd49ed2cea1de1d7876dfb0fe

ავოკადო - ავოკადო იდეალური არჩევანია დამღლელი დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებულს "შიმშილის დემონები" როცა შემოგაწვებიან: ნახევარი ავოკადი უცებ ენერგიითაც აგავსებთ და ჯანსაღადაც დაგანაყრებთ, თანაც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკსაც შეამცირებთ. ეს ხილი ძალიან მდიდარია მონონაჯერი ცხიმებით, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში გვეხმარებიან.

ბანანი - ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. სეროტონინის გარდა, ის თმის და კანის სილამაზისთვის აუცილებელ ვიტამინ B6-ს შეიცავს, რომლის ნაკლებობაც ხშირად ცუდი განწყობის და ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ხდება. ამას გარდა, ბანანი შეიცავს მესკალინს - ე.წ. ბედნიერების ინგრედიენტს, რომელიც ადამიანებს სრული დაკმაყოფილების შეგრძნებას ანიჭებს და განწყობას აუმჯობესებს.

ფორთოხალი - მეცნიერები რა ხანია ამტკიცებენ, რომ წითელი სპექტრის ფერები (მასში ყვითელიც შედის) დადებითად მოქმედებენ ადამიანების ხასიათზე, ვინაიდან ენერგიასთან, პოზიტივთან, აქტიურობასთან და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, სამზარეულოში ლამაზ თასზე ყოველთვის იქონიეთ წითელ-ყვითელი შეფერილობის ხილი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები