წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

არომატები საგაზაფხულო განწყობისთვის

ბლოგი:
თებერვალი 20, 2015
ავტორი Anika
გაზაფხულის დადგომამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, განყობა კი უკვე ბევრს ჩვენგანს, სავარაუდოდ, წინასაგაზაფხულო უნდა გვქონდეს: ვცდილობთ ჩვენი გარდერობი ნელ-ნელა  შევათხელოთ/შევამსუბუქოთ, "ზამთრის სკივრში" ეტაპობრივად ვათავსებთ სქელ და ფუმფულა სვიტერებსა და კაბებს. თუმცა, ამინდი დიდად სანდო მაინც არ არის, ამიტომაც, გარდერობის ნაადრევ ცვლილებებს სჯობს გაზაფხული სხვა ფრონტზე მოვიყვანოთ: მაგალითად, გადავახალისოთ ჩვენი პარფიუმერია. დღევანდელ პოსტში სწორედ ახალ საგაზაფხულო არომატებზე მოგიყვებით.

unnamed-9

Guilty Diamond Pour Femme, Gucci - გუჩის ამ ახალ არომატს მკვეთრად გამოხატული აღმოსავლური სურნელი აქვს: მასში შედარებით მსუბუქი ვარდისფერი წიწაკის ნოტები იასამნის და ილის მძაფრ არომატს ერწყმის, ბოლოს კი პაჩულის მსუყე ნოტებით სრულდება.

Noire Eau Fraiche, Guerlain

La Petite Robe Noire Eau Fraiche, Guerlain - La Petite Robe Noire-ის ხაზში ახალი, მეოთხე არომატი გამოჩნდა, რომლის შეძენასაც მომხმარებელი ამ გაზაფხულზე შეძლებს. Eau Fraiche-ის სახელწოდებით გამოსული ახალი სურნელი იდეალურად მიესადაგება თქვენს საგაზაფხულო განწყობას: სიცილური მანდარინი, ბერგამოტი, ლიმონი, ვარდი და ფრეზია მგონი, საკმარისად საგაზაფხულოდ ჟღერს, არა?! ფინიშისკენ, არომატი ფსტას ნოტებით სრულდება.

unnamed-12

La Nuit Trésor, Lancôme - ამ სურნელის შემქმნელები ახალ პროდუქტს ნამდვილი პარფიუმერიის ჭეშმარიტი შემფასებლების აფროდიზიაკს უწოდებენ. შავი ვარდის და ტაიტური ორქიდეის კომბინაცია მკაფიო აღმოსავლურ არომატს ქმნის, რომელსაც რომანტიული სურნელების მოყვარულები სათანადოდ დააფასებენ.

unnamed-3

ნიშური პარფიუმერიის ცნობილი ფრანგული ბრენდის ახალი სურნელი Vent De Folie, Annick Goutal ციტრუსის და კენკრების ნოტების ირგვლივ იშლება, რაც მსუბუქი და ნაზი არომატების მოყვარულებს უნდა მოეწონოთ. ამას გარდა, დამატებით ვარდის და გერანიუმის აკორდი სურნელს საოცრად დამაბალანსებელ აკორდებს მატებს.

unnamed-14

როგორც ივ სენ ლორანის ახალი სურნელის Paris Rebel Collector, Yves Saint Laurent შემქმნელები ამბობენ, ეს არომატი საკუთარ თავში დარწმუნებული და თავისი უნიკალური სტილის მქონე ნამდვილი პარიზელი ქალის სურნელოვანი განსახიერებაა. არომატში წამყვანი ნოტები ვარდს ეკუთვის, რასაც სასიამოვნოდ ერწყმის ლიმონის, ვარდისფერი წიწაკის და მუშკის ნოტები.

მსგავსი ბლოგები