წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

არომათერაპიის “მახეში”

ბლოგი:
აგვისტო 14, 2012
ავტორი Anika
არავისთვის არის სიახლე ის ფაქტი, რომ დღეს კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე არჩევანი საკმაოდ დიდია, შეიძლება ითქვას, რომ საჭიროზე მეტად დიდიც. ხშირად, ერთი კონკრეტული პრობლემით მაღაზიაში მისულს, იმდენი ალტერნატივა დაგხვდება, რომ თუ გადაჭრილად გადაწყვეტილებების მიღება არ გეხერხება, შეიძლება დაბნეული, საყიდლის გარეშეც კი დაბრუნდე სახლში. ამიტომაც, უწევთ დღეს სხვადასხვა კოსმეტიკურ ბრენდებს თავაუღებელი ბრძოლა საიმისოდ, რომ მათი პროდუქცია საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყოს და ამასთან ერთად კიდევ რამე განსაკუთრებული განმასხვავებელიც გააჩნდეს, რომლითაც ნიჭიერი გაყიდვების კონსულტანტი თქვენს სათანადოდ მოხიბლვას მოახერხებს, თუნდაც პროდუქტის განსაკუთრებული არომატი.



ერთი შეხედვით, ცელულიტთან მებრძოლი, ნაოჭების გაქრობის უნარის მქონე არომატები შეიძლება უტოპიის ჟანრად მოგეჩვენოთ, არადა დღეს ეს რეალობაა. არაერთი ცნობილი კოსმეტიკური კომპანია დღეს აქცენტს სწორედ რომ სამკურნალო და უნიკალური შესაძლებლობების მქონე არომატებით დაჯერებულ თავის მოვლის საშუალებებზე აკეთებს: პარიზიდან დაწყებული ტოკიოთი დამთავრებული ამ საქმეში წამყვანი არომაკოლოგები არიან ჩართულები. სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგად რამდენიმე წლის წინ Shiseido-მ არომატული კოქტეილი შექმნა: გრეიფრუტის, პილპილის, კამის და ესტრაგონის შემცველი პროდუქტი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აჩქარებს, ცხიმების წვას აუმჯობესებს და წონის კორექციის პროდუქტების ეფექტურობას ზრდის.



თუმცა, დღეს პარფიუმერების ყველაზე დიდი ძალისხმევა ბუნებრივი არომატების შექმნისკენ არის მიმართული. ხილის, ყვავილების, მცენარეების სურნელები დღეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ხდება. ამ მხრივ, ყველაზე დიდი პოპულარობით Clarins, Decleor და  L’occitane-ს თავის მოვლის საშუალებები სარგებლობს. მაკიაჟის ხაზებში კი განსაკუთრებულად სასიამოვნო სურნელს შეხვდებით Estee Lauder-ის და YSL-ის პროდუქციებში.

თუმცა, რაც არ უნდა სკეპტიკურად იყოთ განწყობილი ამ არომატული თავბრუხვევების მიმართ, მერწმუნეთ, ხარისხიანი პროდუქციის მოხმარების შემდეგ, არამარტო კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, არამედ თავსაც განსაკუთრებულად სასიამოვნოდ იგრძნობთ უნიკალური არომატების წყალობით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები