ბლოგი:
ნოემბერი 06, 2012
ავტორი Anika
ისედაც გეცოდინებათ, რომ მხოლოდ შეთხელებული თმა და თვალის ირგვლივ გაჩენილი ნაოჭები არ მეტყველებს ქალის ასაკზე. იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ, საჭიროა სხეულის ყველა ნაწილი ფორმაში გვქოდეს. ამასთან დაკავშირებით, სილამაზის ექსპერტები გთავაზობენ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ შევამციროთ დროის, სტრესისა და გარემოს ზემოქმედების არასასურველი შედეგები. ასაკის მატებასთან ერთად კბილები ფერს იცვლის და ემალი თხელდება.
30 წლის შემდეგ, ექიმები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ მჟავის შემცველ საჭმელის მიღებას. სასმელებიდან განსაკუთრებით საზიანოა ყავა (ყავაზე უარის თქმა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ რაოდენობაში შემცირებას მაინც მოვახერხებ). იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ღრძილების გაღიზიანება, ამერიკელი სტომატოლოგი მარკ ლოვენბერგი გირჩევთ, რომ კბილები გავიხეხოთ რბილი ჯაგრისის წრიული მოძრაობით.
თვალების შემდეგ ყველაზე მეტაც ქალებს ასაკი ყელზე ეტყობათ. მოშვებული კანის სწრაფად აღდგენის ყველაზე ეფექტური მეთოდი პლასტიკური ქირურგიაა. ამას გარდა, არსებობს სხვა გზებიც, მათ შორის, ლაზეროთერაპია, თუმცა ამერიკელი დერმატოლოგი გრეგორი ბრაუნი არ გირჩევთ ლაზერის ყელის არეში გამოყენებას. მაშინ როდესაც ლაზერის პროცედურებს ვიტარებთ სახეზე, საოფლე ჯირკვლები და თმების ფოლეკულები კანს განახლებაში ეხმარება. თუმცა, მსგავსი უჯრედები ბევრად უფრი ცოტაა ყელის მიდამოებში. შესაბამისად კანი აღდგენის მაგივრად, საგრძნობლად ზიანდება. რა შეიძლება იყოს ქირურგიური ჩარევის მარტივი ალტერნატივა? - მაგალითად, მსუბუქი ასაკსაწინააღდეგო შრატი, რომელიც ძნელად მოსავლელ ყელს დაეხმარება ფორმის შენარჩუნებაში და თავიდან აგაცილებთ მოშვებულ კანს. უმკლავო მაისურებით და მოკლე შორტებით სიარული მზეზე დამცავი მალამოების გარეშე, კიდევ უფრო აჩქარებს ბუნებრივი დაბერების პროცესს. სწორედ ამიტომაა, რომ მკლავებსა და ფეხებზე უფრო მკვეთრადაა გამოხატული პიგმენტური პრობლემები და მოშვებული და დამჭკნარი კანი.
ექსფოლიაცია ხელს უწყობს უჯრედების გახსნას და მის სტიმულაციას. კანის ზედა მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად დერმატოლოგები ისეთი დამატენიანებლების გამოყენებას გვირჩევენ, რომლებიც რძის მჟავას შეიცავენ. მშობიარობის, ან წონაში დაკლების შემდეგ კანი ელასტიუობას კარგავს, განსაკუთრებით კი მუცლის არეში. თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ პლასტიკური ქირურგია, დერმატოლოგები გირჩევენ, რომ ჩაიტაროთ ლაზერის პროცედურები, რომელიც ღრმად აღწევს კანში და ხელს უშლის არასასურველი ცხიმის წარმოშობას. მასაჟი და დამატენიანებლები კანს ცელულიტის შენიღბვაში ეხმარება და მას სიმტკიცებს მატებს, თუმცა მხოლოდ დროებით. ყველაზე ეფექტური გამოსავალი არის ჯანმრთელი კვება და მუდმივი ფიზიკური ვარჯიში, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი ცხიმი და მოშვებული კანი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა