წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ავოკადო და ზეითუნი - გაიადვილეთ წონაში კლება

ბლოგი:
იანვარი 17, 2013
ავტორი Anika
ცილოვანი საკვები რომ ნოყიერია და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით გვიკლავს, ბევრისთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ ცილოვანი საკვების მსგავსად, ასევე დროულად იწვევს დანაყრების შეგრძნებას ცხიმიც, რაც საბოლოო ჯამში, ზედმეტი საკვების მიღების და არასაჭირო კალორიებით ორგანიზმის გადატვირთვის საფრთხეს აგვაცილებს თავიდან. ასე რომ ჯანმრთელი ცხიმის მიღება, როგორსაც ავოკადო შეიცავს და როგორიც ზეითუნის ზეთია, მარტივად დაგვეხმარება ჯანსაღად დანაყრებაში.



როგორ გვეხმარება ცხიმები წონაში დაკლებაში - დიეტელოგები ამ ყველაფერს თავისებურად ხსნიან, ამიტომაც, შევეცდები ეს ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მარტივად გადმოგცეთ. მოკლედ, ცხიმი ისეთი ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს, რომლებიც ჩვენს ტვინს სპეციალურ სიგნალს აძლევენ იმის თაობაზე, რომ ჩვენ უკვე დანაყრებული ვართ და საკმარისი დოზა უკვე მივიღეთ. ცხიმის მიღების დროს სისხლში ნახშირწყლების შეწოვის პროცესი ნელდება, გარდა ამისა, ცხიმი სისხლში შაქრის დონის სტაბილიზებაშიც გვეხმარება. ამ ყველაფრის წყალობით, კი ადვილად შეგვიძლია თავი ავარიდოთ “წასუსნავების” და “ტკბილეულზე წატანების” და გადამეტებული ჭამის მავნე ჩვევებს. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურად დასაშვები კალორიების 25-35 პროცენტი სწორედ რომ ცხიმებიდან მივიღოთ (დღეში 1800 კალორიანი დიეტის შემთხვევაში, ეს დღიურად 50-70 გრამ ცხიმს გულისხმობს). ამ ცხიმების უმეტესობა კი უნდა იყოს უჯერი ცხიმი (Unsaturated Fat) - მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, თხილები, ორაგული და სხვა ცხიმიანი თევზი. რეკომენდაციის მიხედვით, შეგვიძლია არჩევანი შემდეგნაირად გავაკეთოთ: ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი მივიღოთ (14 გრამი), 18 გრამი ნუში ან ნახევარი ავოკადო (15 გრამი) მივიღოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები