ბლოგი:
მაისი 15, 2012
ავტორი Anika
უნდა გამოგიტყდეთ და პანიკური შიში მაქვს ყველანაირი მოწყობილობა-დანადგარის თუ პროდუქციის მიმართ, რასაც ხელოვნურ ნარუჯთან აქვს რამენაირი კავშირი. არადა, ნარუჯის ვიზუალური ეფექტი საოცრად მომწონს და მიმაჩნია, რომ ზაფხულის პერიოდში, სხვანაირად ესთეტურს და მომხიბვლელს ხდის ქალის სხეულს - ზომიერ ნარუჯს ვგულისხმობ, რასაკვირველია და არა თვალის გუგების გაყავისფრებამდე გაშავებას. ამიტომაც, ყოველთვის ვცდილობ, მზესთან ჩემი ურთიერთობა შეძლებისდაგვარად ჯანსაღი და დაცული იყოს და მზისდამცავ საშუალებებსაც საგანგებოდ ვარჩევ ხოლმე.
ბოლო წლების განმავლობაში Lancaster-ის ფირმის ერთგული მომხმარებელი გავხდი. არ ვიცი, ჩემი თავდაპირველი ინტერესი და ნდობა რას დავაბრალო: იმ ფაქტს, რომ ამ ბრენდს მზისგან დამცავი საშუალებების წარმოების მრავალწლიანი ისტორია აქვს თუ პროდუქციის მრავალფეროვან და საინტერესო არჩევანს. Lancaster-ის ბრენდში ისიც მომწონს, რომ ყოველ სეზონზე ინოვაციური სიახლეების შემოთავაზებაც სჩვევიათ. ამიტომაც, ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახალი აღმოჩენების და სიახლეების გამოჩენას.
მინდა ამ სეზონის სიახლეზე მოგიყვეთ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი. როგორც ირკვევა, Lancaster-ის ექსპერტებმა ქერათმიან, შავთმიან და წაბლისფერთმიან ქალებზე მზის სხივების ზემოქმედების თავისებურებები შეისწავლეს და ამაზე დაყრდნობით, ახალი ხაზი წარმოადგინეს. როგორც ამბობენ, ამ ხაზის პროდუქცია, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ავტონარუჯის კომპონენტებსაც არ შეიცავს და ბუნებრივ, ოქროსფერ და მბზინავ ნარუჯს უზრუნველყოფს. ახალ ხაზში Bronzing Beauty 5 პროდუქტი შედის: 3 განსხვავებული ფერის ემულსია სახისთვის და ორი განსხვავებული ფერის სითხე ფეხებისთვის.
ახალი ხაზის შემადგენლობაში ბუნებრივი, ინკაფსულირებული პიგმენტების კომბინაცია შედის, რომლებიც წასმისთანავე ავლენენ ფერს. კანზე შეხებისას პიგმენტის შემცველი მიკროკაფსულები კრემს ერევა და შესაბამისად უნიკალური ფერიც ჩნდება. “Tan adapt”-ის ტექნოლოგიის წყალობით კი ფერის კორექტირება წასმული სითხის სისქის მიხედვით ხდება.
გარდა ამისა, Bronzing Beauty-ის შემადგენლობაში ნარუჯის აქტივაციის კომპლექსიც შედის, რომელიც მელანინის გამომუშავებას და მის თანაბარ გადანაწილებას უწყობს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბუნებრივად, მზეზე გარუჯვას გადაწყვეტთ, ნარუჯის მიღებას გაცილებით სწრაფად და თანაბრად შეძლებთ. თანაც, ლეოპარდის ეფექტისგანაც დაცული იქნებით: არ აჭრელდებით უსწორმასწოროდ გადანაწილებული სითხის და ლაქების გამო.
თქვენი არ ვიცი და მე ვაპირებ, გამოვცადო ეს სიახლეები და შედეგებსაც აუცილებლად მოგასხენებთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა