წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ახალი ბრონზერები საზაფხულო კოლექციებიდან

ბლოგი:
მაისი 23, 2016
ავტორი Anika
დადგა ბრონზერების ამოქმედების ნანატრი დრო, თუმცა ეს მოცემულობაც საკმაოდ ინდივიდუალურია: ბევრი ბრონზერს მთელი წლის განმავლობაში იყენებს, ამინდისა და სეზონის მიუხედავად, ზოგისთვის კი მისი მოხმარება უფრო ზაფხულის მზიან სეზონთან არის დაკავშირებული. ჩემ მსგავსად ზომიერი გარუჯვა და ე.წ. "მზისგან ნაკოცნი" კანის ეფექტი ვისაც უყვარს, მათთვის ბრონზერი ძალიან ღირებული პროდუქტია. დღევანდელ პოსტში წლევანდელ საზაფხულო კოლექციებში გამორჩეული რამდენიმე ბრონზერი მინდა გაგაცნოთ:

w470

1. Giorgio Armani, პუდრა-ბრონზერი Sun Fabric - არმანის კოსმეტიკის ხაზში წელს ეს ბრონზერი ახალ ფერში - N600 - არის წარმოდგენილი. ძალიან ზომიერი ფერია, არც ზედმეტად მოსტაფილოსფრო და არც ზედმეტად შოკოლადისფერი, სადღაც შუაშია, უფრო ქვიშისფერი-მოოქროსფროა კანზე, თუმცა შეფუთვაში უფრო მუქად მოგეჩვენებათ. პუდრას ხავერდოვანი ტექსტურა აქვს და იდეალურად ნაწილდება კანზე.

w470-1

2. Estee Lauder, Summer Glow Eyeshadows Palette - სახელწოდებამ არ დაგაბნიოთ, ეს მულტიფუნქციური პალეტია, სადაც გვერდიგვერდაა დასკუპებული თვალის ჩრდილი, ჰაილაითერი და ბრონზერი. სამივეს მბზინავი ნაწილაკები აქვს, რაც, რეალურად, ჯანმრთელი და დასვენებული იერის მიღებაში დაგეხმარებათ. ვიზაჟისტების თქმით, ეს სამი განყოფილება შეგვიძლია როგორც ცალ-ცალკე დანიშნულებისამებრს გამოვიყენოთ, ასევე ერთად, არეულად.

w470-2

3. Chanel, Les Beiges - შანელის ეს პუდრა ორ ფერშია წარმოდგენილი, რომელიც ერთიანადაც შეგვიძლია ბრონზერის ფუნქციით გამოვიყენოთ და ცალკეც - მაგალითად, ატმისფერი რუჟის (ე.წ. რუმიანა) დანიშნულებით ძალიან ეფექტიანი იქნება.

w470-3

4. Guerlain, Terracota Pause d'Ete - ტერაკოტას ხაზი აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ჩემი ფავორიტია. წელს ეს ბრონზერი პუდრა ძალიან საინტერესო ვერსიითაა წარმოდგენილი: ტერაკოტას კოლექციის ყველაზე პოპულარულ N3 ფერს დამატებული აქვს ვარდისფერი და ოქროსფერი ტონები და ამ ყველაფერს ერთიანად საოცრად სასიამოვნო ყვავილოვან-ციტრუსოვანი არომატი აქვს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები