ბლოგი:
სექტემბერი 23, 2016
ავტორი Anika
მგრძნობიარე, ძალიან მგრძნობიარე და ალერგიული კანი ვისაც აქვს, მათთვის Avene-ის პროდუქცია კარგად არის ნაცნობი: ათწლეულებია უკვე რაც ეს ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი თერმული წყლის ბაზაზე ამზადებს სახის და ტანის კანის მოვლის პროდუქციას სწორედ ასეთი მგრძნობიარე კანისთვის. ამ შემოდგომის სეზონისთვის კომპანიამ საკმაოდ მასშტაბური სიახლე შემოგვთავაზა: ინოვაციური გამაახალგაზრდავებელი ხაზი PhysioLift, რომელიც კანის ყველაზე ღრმა შრეებში აღწევს და იქიდან უმკლავდება ღრმა ნაოჭებს.
Avene-ის ლაბორატორიის ექსპერტები ახალ ხაზს კანის "არქიტექტორს" უწოდებენ, ვინაიდან პროდუქტებში შემავალი ნივთიერებები დერმის ბუნებრივი "საშენი მასალის" - კოლაგენის ქსოვილების გამომუშავებას უწყობენ ხელს. კოლაგენი კი, როგორც ვიცით, კანს რბილს, ერთგვაროვანს ხდის და აახალგაზრდავებს მას.
ხაზში 5 პროდუქტია წარმოდგენილი, რომლებიც 3 აქტიურ ასაკსაწინააღმდეგო კომპონენტს შეიცავს: ჰიალურონის მჟავის მონო-ოლიგომერები ყველაზე ღრმა ნაოჭების ამოვსებას უწყობენ ხელს; წყალმცენარეებიდან მიღებული ასკოფილინი კანის სტრუქტურას ერთგვაროვანს ხდის, ხოლო რეტინალდეგიდი კანს A ვიტამინით ამდიდრებს და ზრდის მის ელასტიურობას. PhysioLift-ის ყველაზე პროდუქტს სასიამოვნო ტექსტურა აქვს, რომელიც მარტივად იწოვება კანზე.
PhysioLift-ის პროდუქტებს თავიანთი რეჟიმიც აქვთ:
ნორმალური ან ცხიმიანი კანის შემთხვევაში, დილით სპეციალური ემულსიის წასმაა რეკომენდებული - საკმაოდ მსუბუქი ტექსტურის მიუხედავად, ემულსია ინტენსიურად ატენიანებს კანს და ასწორებს მის ტონს ანტიოქსიდანტ პრეტოკოფერილის ხარჯზე. მისაც მშრალი კანი აქვს, მათთვის ემულსიის ნაცვლად უფრო მსუყე ტექსტურის მქონე დღის საცხის გამოყენებაა რეკომენდებული, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, ბუნებრივ მბზინვარებასაც ანიჭებს კანს. ღამისთვის აღმდგენი ბალზამის გამოყენება ხდება, რომელიც კანს გამოაცოცხლებს, აამაღლდებს მის სიმკვრივეს და გაასწორებს ღრმა ნაოჭებს.
ხაზის ყველაზე დიდი სიახლე ნაოჭების ფილერია - ფილერი, რომელსაც ნემსი, ჩხვლეტა და ინექცია არ სჭირდება. ღრმა ნაოჭების ფილერი ასწორებს შუბლზე და წარბებს შორის არსებულ ნაოჭებს და ცხვირ-ტუჩის ნაკეცებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა