წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ახალი ინტენსიური დამატენიანებელი ხაზი Clarins-ისგან

ბლოგი:
მაისი 28, 2015
ავტორი Anika
კლარინსი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი კოსმეტიკური ბრენდია და შესაბამისად, მის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებსაც ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებ თვალს. ერთი თვის წინ რამდენიმე კოსმეტიკური პროდუქტის შეძენის შემდეგ, მაღაზიაში კლარინსის ახალი ულტრადამატენიანებელი გელის 2 ცალი 5 მილიგრამიანი ტესტერი მაჩუქეს. რასაკვირველია, არ დავაყოვნე და დავიწყე ნაჩუქარი პროდუქციის მოხმარება. შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ დღევანდელი პოსტი გადავწყვიტე ამ სიახლისთვის მიმეძღვნა და საკუთარ თავზე გამოცდილი ახალი პროდუქტი თქვენთვისაც გამეცნო - ვინაიდან და რადგანაც კანის დატენიანება ერთ-ერთი უმთავრესია ნაადრევი და ზოგადად, კანის დაბერების პრევენციაში, ამდენად, 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კარგად დატენიანებული კანი სულ სხვანაირად ბზინავს და ჯანმრთელ იერს ასხივებს.

Clarins-Multi-Hydratante-Kollektion-1_high

მოკლედ, გადავიდეთ პროდუქციაზე. Multi-Hydratante ხაზში შემავალი ყველა პროდუქტი 3 აქტიური, ბუნებრივი კომპონენტის ბაზაზეა შექმნილი: კატაფრაი (cedrelopsis grevei), ცირცელი და ჰიალურონის მჟავა. მადაგასკარის ტყეებიდან მიღებული კატაფრაის ხის ექსტრაქტი წყლის დაკარგვისგან კანის დაცვით ფუნქციას აძლიერებს და იმავდროულად ეპიდერმისის დატენიანების ბუნებრივ პროცესებს აღადგენს. თავთავისგან მიღებული ჰიალურონის მჟავა ორ დონეზე მოქმედებს: ზედაპირულად კანს წყლის დაკარგვისგან იცავს, ხოლო სიღრმეში კი წყლის მარაგებს აღადგენს. ცირცელს რაც შეეხება, ის კანის დატენიანების ეფქეტს აძლიერებს და კანს ჯანსაღ იერს და მბზინვარებას ანიჭებს.

ხაზის სიახლეა ინტენსიურად დამატენიანებელი ორფაზიანი შრატი გაუწყლოვანებული კანისთვის Bi-Serum Intensif "Anti-Soif" კანის ორმაგი ჰიდროლიპიდური სისტემის გათვალისწინებით იქნა შემუშავებული. შრატს ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი და სასიამოვნო ტექსტურა აქვს და კანზე არავითარ ცხიმიან ნაკვალევს არ ტოვებს.

მეორე სიახლეა ინტენსიურად დამატენიანებელი კრემ-გელი Gel Fondant Desalterant, რომელიც დამატებით ბროწეულის ექსტრაქტსაც შეცავს და კანს ცხიმიან მბზინვარებას აცილებს. კრემ-გელში შემავალი Anti-Pollution კომპლექსი კი კანის გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვის ფუნქციას აძლიერებს. ეს საცხი შეგიძლიათ შეიძინოთ ნორმალური და კომბინირებული, ნორმალური და სიმშრალისკენ მიდრეკილი და შედარებით სქელი კონსისტენციის ძალიან მშრალი კანისთვის. ასევე, შესაძლებელია ულტრადამატენიანებელი ლოსიონის, რომელიც SPF 15-საც შეიცავს, სახის ნიღაბის და ტუჩის ბალზამის შეძენა.

თუ გამოცდით, იმედი მაქვს, მეტად თუ არა, ჩემზე არანაკლებ კმაყოფილი დარჩებით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები