ბლოგი:
მაისი 20, 2014
ავტორი Anika
ანიკას ბლოგის მუდმივმა მკითხველებმა კარგად იციან, როგორი "მზისმოშიში" ვარ: ლამაზი რუჯი თან მიყვარს და თანაც მზის ულტრაიისფერი სხივებით კანის დაზიანების და ნაადერევად დაბერების მეშინია. ამიტომაც, ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, მზისგანდამცავი საშუალებების არსენალსაც ვაძლიერებ. ეს პროცესი ერთიორად სასიამოვნო ხდება, როცა ახალ სეზონზე საყვარელი კოსმეტიკური ბრენდები ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსაც გვთავაზობენ და არჩევანის გაკეთება მსუყე ასორტიმენტში გიწევს.
მოკლედ, დღეს წამყვანი კოსმეტიკური ბრენდების ახალ მზისგანდამცავ საშუალებებზე მოგიყვებით, არჩევანი კი თავად გააკეთეთ.
ცნობილი ფრანგული ფირმა La Mer-ის ჯადოსნურ პროდუქციას ახალი, SPF 50-ის მქონე სახის ყოველდღიური სითხე დაემატა. მსუბუქი ტექსტურის მქონე საცხი-სითხე, სრულად იცავს კანს a და B სპექტრის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის ახალი, დაპატენტებული კომპლექსი miracle broth, რომელიც სხვადასხვა ტიპის წყალმცენარეების ფერმენტებს და ნახევრადძვირფასი ქვების - ტურმალინის და მალაქიტის მინერალურ ფხვნილებს შეიცავს. მათ გარდა, სითხე La Mer-ის ლაბორატორიაში შემუშავებულ სპეციალურ, სინათლისამრეკლ ელემენტებს შეიცავს, რომლებიც სახის კანს მბზინვარებას და სხივს ანიჭებენ. პროდუქტის შეძენაბ Nordstrom.com-ზე $85 არის შესაძლებელი.
კიდევ ერთი ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდება (არ შეიცავს პარაბენს, სილიკონს და მსგავს მავნე ნივთიერებებს) Caudalie-ს ბრენდია. ამ სეზონზე Caudalie-ს სასიამოვნო სიახლე აქვს: მზიან სანაპიროებზე გამგზავრების მსურველებისთვის, მან სახის კანის მოვლის და მზისგან დაცვის ორეტაპიანი სისტემა წარმოადგინა. Soleil Divin-ის ხაზში შესული ახალი სახის კრემი მაღალ და საშუალო დაცვას შეიცავს (SPF 30 და SPF 50). ორივე ვერსიას სასიამოვნო არომატი აქვს და სახის კანს არამარტო ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან იცავს, არამედ კანს აახალგაზრდავებს და დაბერების პირველ ნიშნებსაც ებრძვის.

ხოლო იმისათვის, რომ კანის მოვლა კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს, Caudalie-მ ახალი, სპეციალური შრატი Vinoperfect გამოუშვა, რომლის წასმაც შემდეგნაირად არის რეკომენდირებული: დღისით, ვიდრე გასარუჯად გახვალთ, მზისგანდამცავი საცხის ქვეშ და შემდეგ, ღამით, ძილის წინ, როგორც დამოუკიდებელი სახის მოვლის საშუალება. შრატში შემავალი ძლიერი ბუნებრივი კომპონენტი ვინიფერინი პიგმენტური ლაქების გაჩენის პრევენციას ახდენს და იმავდროულად უკვე არსებულ ლაქებსაც ებრძვის. შრატი Amazon.com-ის ონლაინ მაღაზიაში იყიდება და $79 ღირს.
მზიან ამინდებს გისურვებთ,
ანიკა