წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ახალი საშუალებები თვალის უპეების სიშავისთვის

ბლოგი:
დეკემბერი 05, 2012
ავტორი Anika
სტრესი, გადაღლილობა, უძილობა რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად არ აისახება, უჩემოდაც მოგეხსენებათ. ჯანმრთელობის გარდა, ეს მავნე ფაქტორები არანაკლებ ზიანს აყენებს ჩვენს “ექსტერიერსაც”: ასეთ დროს კანი უფერული, გამომშრალი და უსიცოცხლო ხდება. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე “ტრავმული” ზონა ამ პირობებში მაინც თვალებია, რომლის ქვეშაც ისე “დაუპატიჟებლად” გამოჩნდებიან ხოლმე სიშავეები და შეშუპებები.

რა უნდა მოვიმოქმედოთ?! საუკეთესო იქნებოდა, თავს გამოძინების, დასვენების და ნაკლებ სტრესულ რეჟიმში ყოფნის შესაძლებლობას თუ მივცემდით. თუ ამას ვერ ვახერხებთ, ასეთ შემთხვევაში, დამხმარედ საგანგებოდ ამ პრობლემასთან საბრძოლველად გამოშვებული თვალის შრატები, საცხები და გელები უნდა მოივიშველიოთ.

დღევანდელ პოსტში რამდენიმე ახალ პროდუქტს წარმოგიდგენთ, რობლებიც თვალის ქვეშ არსებული სიშავეების და შეშუპებების ალაგმვაში დაგვეხმარებიან.

 


Swiss Line-ის ახალი დამატენიანებელი გელი De-Puffing Eye Moisturizer, რომელიც ძალიან მსუბუქი ტექსტურით, მცენარეული სურნელით და მწვანე ფერით გამოირჩევა. ის თვალის ქვეშ წასმისთანავე მომენტალურად იწოვება კანზე, კანი კი საგრძნობლად დატენიანებული და გლუვი ხდება. გარდა ამისა, ის მსუბუქ ნაოჭებსაც ებრძვის.

 


Natura Siberica-ს დამატენიანებელი კრემ-გელი თვალისთვის ძალიან სწრაფად იწოვება, არანაირი მძაფრი სუნი არ ახასიათებს და ალერგიული მომხმარებლებისგანაც კი დადებითი რეკომენდაციები აქვს. ამბობენ, ორკვირანახევრიანი მოხმარების შემდეგ, ეს გელი საგრძნობლად ამცირებს სიშავეებსო.

 


Biotherm-ის თვალის ირგვლივ წასასმელი ბურთულიანი გელი Biotherm Aquasource Eye Perfection იდეალურია დილის შეშუპებისათვის. გელი სრულიად გამჭვირვალეა, თანაბრად ნაწილდება კანზე და სხვა მსგავს საშუალებებთან შედარებით ცოტა მეტი დრო სჭირდება მის შეწოვას. რაც შეეხება თვალის ქვეშ სიმუქეებს, მომხმარებელები აღნიშნავენ, რომ შესამჩნები რეზულტატი უკვე ორი კვირის შემდეგ შეიმჩნეოდა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები