წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ახალი სეზონი, ახალი პროდუქტები

ბლოგი:
მარტი 20, 2013
ავტორი Anika
ყოველ მორიგ სეზონს რომ სიახლეების თანმდევი დასტა ახლავს თან, ეს უკვე დიდი ხანია არავის უკვირს. დღევანდელ პოსტში უბრალოდ ახალ პროდუქტებზე კი არ ვისაუბრებთ, არამედ განსაკუთრებული თვისებებით და ღირებულებებით გამორჩეულ თავის მოვლის ინოვაციებს წარმოგიდგენთ.

დავიწყოთ ლეგენდარული ჰელენა რუბინშტეინის ბრენდით. ღამის ახალი საცხი Prodigy Night, Helena Rubinstein იმ სამეცნიერო კვლევების შედეგია, რომელთაც 2009 წელს ნობელის პრესტიჟული პრემიაც კი დაიმსახურეს. ამ კვლევებმა დაადგინეს, რომ კანის ახალგაზრდულ იერზე მისი უჯრედების ქრომოსომის შემადგენელი კონკრეტული ნაწილი აგებს პასუხს. სწორედ ამაზე დაყრდნობით ლაბორატორიამ თეთრი ლოტოსისგან ისეთი ნივთიერების მიღება შეძლო, რომელიც სწორედ ამ მნიშვნელოვანი ნაწილის დაცვაზე და აღდგენაზე არის მიმართული. ასე, რომ ამიერიდან მშვიდად შეგიძლიათ იძინოთ.

clinique_image_305_392

კლინიკის ახალი სახის საცხი Repairwear Laser Focus, Clinique ამ ბრენდის პოპულარული შრატის თვისებების მატარებელია. შრატის მსგავსად ეს საცხიც ეფექტურად აღადგენს ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებულ კანის უჯრედებს და დამატებით ნაოჭების გასწორებასა და კანისთვის სიმკვრივის დაბრუნებაზეც ზრუნავს.

Clarins_image_305_392

კლარინსის ფრანგულ ლაბორატორიაში საინტერესო მიგნება გააკეთეს და ერთ საშუალებაში 20 ძლიერმოქმედ მცენარეულ კომპონენტს მოუყარეს თავი. ამ მცენარეული კომპონენტების ნაწილი წყალში, ნაწილიც - ზეთში არის აქტიური. ახალი ორმაგი შრატი Double Serum-იც, შესაბამისად ზეთოვანი და წყლის ნაწილებისგან შედგება. სახის კანზე მოხვედრისთანავე ორივე კომპონენტი აქტიურდება, ერთმანეთის მოქმედებას კიდევ უფრო ძლიერს ხდის, რის შედეგადაც მაქსიმალური anti-age ეფექტის მიღწევა ხდება შესაძლებელი.

biotherm_image_305_392

სახის კანზე დროთა განმავლობაში გაჩენილ ნაოჭებთან, პიგმენტურ ლაქებთან და კანის ელასტიურობის დაკარგვასთან ბრძოლაში ბიოთერმის ლაბორატორიის ექსპერტებმა მრავალი მდინარის, ტბის თუ ზღვის კვლევა აწარმოეს. შედეგად მივიღეთ სახის შრატი Blue Therapy, რომელიც ამერიკაში მდებარე ტბა კლამატის უნიკალურ მომწვანო-მოლურჯო წყალმცენარეებზე, კელტის ზღვის ოქროსფერ წყალმცენარეებზე და პირენეის ნახევარკუნძულის მთების წყაროებიდან მიღებულ საფირმო თერმულ პლანკტონზე არის დამზადებული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები