წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ახალი სურნელების შესახებ

ბლოგი:
თებერვალი 08, 2013
ავტორი Anika
მათ, ვისთვისაც Hermes-ის ლეგენდარულ ჩანთებთან “შეთამაშება” ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივად რჩება, იდეალური არჩევანი აქვთ - ამ ისტორიულ ფრანგულ ბრენდთან მეგობრული კავშირი გაცილებით ხელმისაწვდომ, სურნელოვან ნოტებზე დაამყარონ - როგორც მიხვდით, ჰერმესის პარფიუმერულ ხაზს ვგულისმობ. ეს კი ყველა ჩვენგანისთვის არის შესაძლებელი, ვისაც საკუთარი თავის პარფიუმერული თავგადასავლებით განებივრება გვიყვარს.



ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჰერმესის ახალი სუნამო მინდა წამოგიდგინოთ - Jour d’Hermes, რომელიც ფრანგული სახლის მთავარმა “ცხვირმა” (გაგეცინებათ, მაგრამ მათ ასე მოიხსენიებენ) ჟან-კლოდ ელენმა ცოტა ხნის წინ შექმნა. ინსპირაცია?! ელენის თქმით, ამ სუნამოზე მუშაობისას ის ახალი დღის პირველ წუთებზე ფიქრობდა, მისთვის დღის ყველაზე ძვირფას და ღირებულ მონაკვეთზე და სწორედ ამ წუთებით შთაგონებულმა შემქნა Jour d’Hermes-იც. სურნელი ნაზი და დილისთვის შესაფერისად სიახლის შეგრძნების მომგვრელია და ბალახების და ყვავილების ნოტებით არის გაჟღენთილი. სუნამოს ბოთლზე კი მოდის ინდუსტრიის კიდევ ერთმა ცნობილმა სახემ, პიერ არდიმ იზრუნა. სუნამო გაყიდვაში თებერვლის შუა რიცხვებიდან გამოდის.



მარკ ჯეიკობსმა კი ერთდროულად სამი ახალი სუნამო წარმოგვიდგინა გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით. რეალურად, სამივე სუნამო არსებული პარფიუმების ახლებური, უფრო გრილი ვერსიებია. Sunny Fragrances სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულ ახალ სუნამოებს Daisy Sunshine, Daisy Eau So Fresh  და Oh, Lola! Sunsheer ბოთლებიც გაზაფხულის განწყობის შესაბამისად გადახალისებული აქვთ - ბოთლები ახლა შედარებით ჰაეროვანია, მაგრამ მათ ისევ და ისევ ამშვებენს ბევრისთვის საყვარელი ყვავილოვანი დეკორაციები. ისიც კი მსმენია, რომ ზოგიერთი ამ სურნელებს ბოთლის დიზაინით მონუსხული ყიდულობს. შეფუთვასთან ერთად შიგთავსიც შეცვლილია: სურნელები გაცილებით მსუბუქი და გრილია. ეს სიახლე მაღაზიებში მარტის დასაწყისიდან იქნება გაყიდვაშჲ.

მსგავსი ბლოგები