ბლოგი:
აგვისტო 06, 2012
ავტორი Anika
საცხების შესახებ თუ გსმენიათ?! გამოგიტყდებით და მეც სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე და გადავწყვიტე, თქვენც მოგიყვეთ მოკლედ ამ ახალი “რჯულის” პროდუქტის შესახებ.
სახელწოდებამ არ დაგაბნიოთ: არავითავი მისტიციზმი, BB სინამდვილეში “სილამაზის (Beauty) საცხს” აღნიშნავს და თვისებებით ძალიან ჰგავს დაფერილ დამნამავს. ამ კატეგორიის საცხებს დატენიანების და კანისათვის ერთგვაროვანი ფერის მინიჭების გარდა, ანტიოქსიდანტებით ან დაბერების საწინააღმდეგო ელემენტებითაც შეუძლიათ კანის “გაკეთილშობილება”. გარდა ამისა, ისინი სავალდებულო წესით შეიცავენ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფილტრს - SPF-ს.
კანის საჭიროებებიდან გამომდინარე, მოდით რამდენიმე BB საცხს გადავხედოთ:
ცხიმიანი კანის შემთხვევაში, კოსმეტელოგები რეკომენდაციას უწევენ Estée Lauder Daywear BB Anti-Oxidant Beauty Benefit Creme SPF 35-ს. უპირველეს ყოვლისა, ეს საცხი ცხიმს არ შეიცავს და დაგეხმარებათ პრიალა სახის ეფექტის განეიტრალებაში. გარდა ამისა, ჰიალურონის მჟავის მეშვეობით, ის საკმარისად დაატენიანებს კანს და სხვა ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი პროდუქტებისგან განსხვავებით, მას არა გლუვს, არამედ ბზინვარეს გახდის. ამ ყველაფერთან ერთად ეს საცხი, დაბერებისსაწინააღმდეგო ისეთ კომპონენტებს შეიცავს, როგორიც E და C ვიტამინებია.
მშრალი კანის შემთხვევაში - კოსმეტოლოგებს თუ დავუჯერებთ, კანის დატენიანების საქმეში, ჰიალურონის მჟავას და გლიცერინს ბადალი არ ჰყავთ. Garnier BB Cream Skin Renew Miracle Skin Perfector with SPF 15 საცხი ორივე ზემოთჩამოთვლილ კომპონენტს შეიცავს და გაუწყლოვანებული კანისთვის სასწრაფო დახმარებასავით არის. საცხის მსუბუქი ტექსტურა კარგად ნიღბავს კანის “დეფექტებს”, კარგად ნაწილდება სახეზე და C ვიტამინის წყალობით, კანს ნათელ ელფერსაც აძლევს.
არაერთგვაროვანი კანის შემთხვევაში, Clinique Age Defense BB Cream Broad Spectrum SPF 30 კარგი გამოსავალი უნდა იყოს: ის ერთგვარი ტონალური კრემის ფუნქციასაც ასრულებს და ამასთან ერთად კოფეინის შემცველობით, სახეზე არსებულ წვრილ ხაზებს ასწორებს, მასში შემავალი E ვიტამინი კი ცხიმის გამოყოფას არეგულირებს და ამით მაკიაჟის დიდი ხნით შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ საცხის მინერალური პიგმენტები კი ნაოჭების და კანის მსუბუქი შეწითლებების დაფარვაში დაგეხმარებათ.
დღეისთვის ეს იყო,
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა