We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ მისართმევი ჩაი

_from blog_:
_January_ 04, 2018
_by_ Anika
დღევანდელ პოსტში ისევ ახალი წლის მრავალფეროვანი სუფრის შედეგების ნეიტრალიზებაზე და ორგანიზმის ისევ მწყობრში ჩაყენებაზე გესაუბრებით. უგემრიელესი, სუპერკალორიული ტკბილეულის თუ ნიგვზიანი კერძების შემდეგ კუჭის დისკომფორტი გარდაუვალია. ამასთან დაკავშირებით არაერთი დამხმარე საშუალება არსებობს, მცენარეული ჩაი კი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სწრაფი კომფორტის შეგრძნებისთვის.

ბაბუაწვერას ჩაი - საუკეთესოა სითხით გამოწვეული ჭარბი წონისგან გასათავისუფლებლად. ზოგადად, ბაბუაწვერას ჩაის არაერთი სასარგებლო ეფექტი აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, რომელსაც მე-10 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე აქტიურად იყენებენ ჰომეოპათიაში.

კამის ჩაი - ვაღიარებ, გემო დიდად სახარბიელო ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ის დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და მარტივად ხსნის საკვებით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს კუჭ-ნაწლავში.

dandeliontea

კოჭა - კოჭას უნიკალური თვისებები ყველასთვის არის ცნობილი. მკვეთრად გამოხატული არომატის და გემოს გარდა, ის საკმაოდ პოპულარული კულინარიული ინგრედიენტია, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, მას სხვადასხვა სამკურნალო ეფექტის მისაღებადაც იყენებენ. ამ შემთხვევაში გასტრონომიული თავგადასავლების შემდეგ შეგვიძლია მაგიური ჩაი მოვიმზადოთ კოჭას, კამის და პიტნის გამოყენებით.

ლიმონი - ლიმონის ჩაის ვერ დავარქმევთ განყენებულად, მაგრამ ცხელი, ადუღებული წყალი შიგნით ჩაწურული ლიმონის წვენით ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია მძიმე საკვების მიღების შემდეგ. ლიმონის ახლადგამოწურული წვენი შეგიძლიათ დილის ლიმონის ცედრაზე მომზადებულ ფინჯან ჩაის ან მწვანე ჩაის დაუმატოთ და ისიამოვნოთ.

გვირილა - გარდა იმისა, რომ გვირილა საუკეთესოა მშვიდი ძილისთვის და სტრესის მოსახსნელად, ამას გარდა, მას ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნია, რის გამოც მისი მიღება კვებითი დისკომფორტის დროსაც არის რეკომენდებული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_