წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ბანანის ნიღაბი ნაოჭებთან საბრძოლველად

ბლოგი:
აპრილი 22, 2013
ავტორი Anika
სახის კანის პრობლემებთან ბროძლის სტრატეგია და ტაქტიკები ყველას ინდივიდუალური გვაქვს: გააჩნია, ვის როგორი ტიპის კანი აქვს, რომელი სეზონია და ვის კანს რა სახის პრობლემა აქვს (თუ ასეთი საერთოდ არსებობს). მაგალითად, აკნესთან და სახის გაღეზიანებებთან ალბათ, ათასვარი საშუალებებით ვიბრძვით, თუმცა, “ხალხური რეცეპტების” მიხედვით, ასეთ პრობლემებს ბანანისგან დამზადებული სახის ნიღაბი ძალიან ეფექტურად უნდა აგვარებდეს. ამას გარდა, მასში შემავალი C და E ვიტამინების წყალობით, ბანანი სახის ფერის გაუმჯობესებაშიც მნიშვნელოვნად გვეხმარება. ბანანში არსებული ხილის მჟავები კი სახის კანს მკვდარ უჯრებედს აშორებს, რაც ერთგვარ გამაახალგაზრდავებელ ეფექტსაც კი გვაძლევს.

სალონის პირობებში გამოცდილი კოსმეტოლოგებისთვის მიმინდვია და დღეს, ანიკას ბლოგის მკითხველებს სახლის პირობებში მოსამზადებელი რამდენიმ ნიღაბის რეცეპტს გაგიზიარებთ.

1. სახის ფერის გამაცოცხლებელი ნიღაბი - ბანანი გავსრისოთ და მას ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დავუმატოთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ნიღაბი სახეზე დავიდოთ და 10 წუთი გავიჩეროთ. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

2. ბანანის ნიღაბი კვერცხის გულით - ერთი კვერცხის გული ავურიოთ კარგად გასრესილ ნახევარ ბანანთან და 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად. დავიდოთ სახეზე, გავიჩეროთ 15 წუთი და შემდეგ, ტრადიციულად, ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

3. ბანანის ნიღაბი გამონაყარის წინააღმდეგ - ფორთოხლის ერთი ლებანი კარგად გავასუფთავოთ თეთრი კანისგან და ნახევარ მწიფე ბანანთან კარგად ავურიოთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ დავიდოთ სახეზე, გავიჩეროთ 20 წუთი, შემდეგ კი ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები