წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ბავშვებისთვის სასარგებლო 3 პროდუქტი

ბლოგი:
ივნისი 28, 2017
ავტორი Anika
ყველა მშობელმა, როგორც წესი, კარგად იცის, რა ტიპის საკვებია მისი შვილისთვის სასარგებლო, რა ასაკში რა ტიპის პროდუქტებია მიზანშეწონილი და რა ტიპის საკვებისგან უნდა შეიკავოს თავი. თუმცა, არის გავრცელებული შეხედულებები, რომელთა თანახმადაც კონკრეტული ტიპის საკვები ტაბუდადებულია და მშობლების უდიდესი ნაწილი არც კი განიხილავს მათ საბავშვო საკვებ რაციონში შეტანას. დღეს სწორედ 3 ასეთ პროდუქტზე მინდა მოგიყვეთ, რომლებთან დაკავშირებითაც ბავშვთა კვების ექიმებს თავიანთი რჩევა-რეკომენდაციები აქვთ.

1. თხილეული და მისგან დამზადებული პასტა. ამერიკის ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის აკადემიის ბოლო კვლევების თანახმად, ისეთი ალერგენული პროდუქტები, როგორიცაა თხილეული, უსაფრთხოა 6 თვეზე ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკვე მიირთმევენ ხილს, ბოსტნეულს და ბურღულეულს. თხილეული მდიდარია მიკროელემენტებით. მიწისთხილი, ქეშიუ, ნუში დიდი ოდენიბით ცილას, სასარგებლო ცხიმ-მჟავებს, E ვიტამინს, კალიუმს და რკინას შეიცავენ. მსგავს მყარ საკვებს პატარები ერთი წლის ასაკამდე, როგორც წესი, ვერ მიირთმევენ, ამდენად, თხილეულის პატარებისთვის შეთავაზება შესაბამისი პასტის ფორმითაა შესაძლებელი, როგორც ამას ამერიკელი ექიმები გვირჩევენ. ასეთი პასტის მომზადება კი სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია: კონკრეტულ თხილს მოვხალავთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, გავაგრილებთ, მოვაცლით კანს, გაგრილებულს ჩავყრით ბლენდერში და პასტისმაგვარი მასის მიღებამდე ვაბლენდერებთ. თხილის პასტა პატარების რაციონში ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა დავამატოთ, ფაფაში ან პიურეში დამატებით გზით.

700x466_0xd42ee42d_5473027221435877186

2. კარაქი. ამერიკელი ექიმები გვირჩევენ, თამამად გამოვიყენოთ კარაქი, რომლის გავლენა ბავშვის ტვინის და ნერვული სისტემის განვითარებაზე უკვე დადასტურებულია. მათი თქმით, ნაჯერი ცხიმები და ქოლესტერინი სრულად არ უნდა იყოს ამოღებული 2 წლამდე ასაკის ბავშვის საკვები რაციონიდან. ამას გარდა, ცხიმი ხელს უწყობს დანაყრებას, ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების ორგანიზმის მიერ ათვისებას და საკვებს პატარებისთვის უფრო გემრიელს ხდის. ამიტომაც, ექიმები გვრიჩევენ, მას შემდეგ, რაც პატარა პირველად დააგემოვნებს ერთკომპონენტიან პიურეს, ცოტა ხანში უკვე შეგვიძლია პატარას მცირე ოდნებით ნაღების კარაქი დავუმატოთ საკვებში.

3. ლობიო და ოსპი. ისინი მდიდარია ცილებით, რკინით, შეიცავს ფოლიუმის მჟავას და თუთიას. რეკომენდებულია ლობიო წინა დღეს მთელი ღამით წყალში დავალბოთ, მეორე დღეს გადავწუროთ და მოვახრშოთ კარგად დარბილებამდე. წითელ ოსპს წინასწარ დალბობა არ ესაჭიროება, ვინაიდან სწრაფად მზადდება. ლობიო და ოსპი შეგიძლიათ პიურეს სახით მისცეთ პატარას ან თუ უკვე ერთ წელზე ზემოთ ასაკისაა, მთლიანი მარცვლის სახითაც მისცეთ.

მსგავსი ბლოგები