წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ბედნიერების ჰორმონები

ბლოგი:
ნოემბერი 15, 2016
ავტორი Anika
სიცოცხლით ტკბობა და კარგი განწყობა - ამ უნარით ყველა ვერ დაიკვეხნის, სამწუხაროდ. ზოგს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოსდის დადებით ემოციების გამომუშავება, პოზიტიური ფიქრები, ღიმილი, ზოგს კი ამ მიმართულებით წამუშავება ესაჭიროება. ფიზიოლოგიურად, ორგანიზმში "ბედნიერების მდგომარეობის" გამომუშავებას და არსებობას 5 მთავარი ჰორმონი უწყობს ხელს:

1. სეროტონინი. ეს ჰორმონი პასუხისმგებელია ფიზიკურ აქტივობაზე, ცნობიერ აქტივობაზე და მოტივაციაზე. სეროტონინს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: პომიდორი, შოკოლადი, ბანანი, ლეღვი, ყველი და სხვა რძის პროდუქტები, ბურღულეული. სეროტონინის გამოყოფა ორგანიზმში ხდება მზის სხივების, ზომიერი ფიზიკური დატვირთვის (გასეირნება, იოგა), მედიტაციის, კარგად გამოძინების და სასიამოვნო საქმით დაკავების შედეგად. დილით გაღვიძებისთანავე პოზიტიური ფიქრები, ახალი დღისთვის მადლიერების გრძნობა და კარგად გაღიმება სეროტონინის გამომუშავებას შეუწყობს ხელს.

2. დოფამინი - პასუხისმგებელია სიამოვნების, მოტივაციის, ახლის შესწავლის, სტრესულ სიტუაციებთან ადაპატაციის უნარზე და შესაძლებლობაზე. ეს ჰორმონი შედის ნუშში, ავოკადოში, ბანანში, დაბალცხიმიან რძის პროდუქტებში, თევზში. მისი გამომუშავება ორგანიზმში ხდება გემრიელი საკვების მიღების, სექსის, გემრიელი სიცილის, გაწელვების შედეგად. დოფამინის გამოსამუშავებლად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა, მაქსიმალურად პოზიტიური ფიქრებით გამოღვიძება და დღის ოპტიმისტურად დაგეგმვა.

3. ფენილეტილამინი - ეს ჰორმონი პასუხისმგებელია თანაგრძნობის, სიყვარულის, ემოციური სითბოს გამოხატვაზე. ის შედის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა შოკოლადი და სხვა ტკბილეული, თუმცა მალევე იშლება. გამოიყოფა შეყვარებულობის პერიოდში და საყვარელ ადამიანთან შეხვედრის დროს. მის გამომუშავებას ხელს უწყობს მედიტაცია.

4. ადრენალინი და ნორადრენალინი - მათი ამოქმედება ხდება სტრესის დროს და მისი მეშვეობით ადამიანს ერთი შეხედვით შეუძლებლის შეძლების უნარი შესწევს.

5. მელატონინი - ის სეროტონინის საპირისპიროა: ამუხრუჭებს ნერვულ სისტემას საიმისოდ, რომ ორგანიზმს დასვენების შესაძლებლობა მისცეს. გამომუშავდება დღის სინათლის არარსებობისას. ამიტომაცაა, ოთახის ჩაბნელება დამშვიდებას და ადვილად ჩაძინებას რომ უწყობს ხელს. ღამით ორგანიზმში დღური ნორმის 70% გამოიყოფა, პიკს კი  ღამის 2.00 საათისთვის აღწევს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამ დროს ადამიანს ეძინოს - მელატონინი დაბერების პროცესს ანელებს და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას აძლიერებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები