We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ბლიც-ინტერვიუ ნინუცა მაყაშვილთან

_from blog_:
_June_ 03, 2018
_by_ Anika
მარათონის დღემდე რამდენი ხნით ადრე იწყებთ მზადების პროცესს?
ვცდილობ 3-5 თვით ადრე, ეტაპობრივად დავიწყო მომზადება, რომ უშუალოდ რბენაზე „გული არ გამისკდეს“ დატვირთვისგან.

მზადების პროცესში რას ცვლით საკვებ რაციონში? ყველაზე ხშირად რა საკვებს იღებთ?
საკვებ რაციონს საერთოდ არ ვცვლი, ზუსტად ისე ვიკვებები, როგორც მარათონამდე მზადების დროს. ზოგადად კვების ასეთი რაციონალური ცვლილება ორგანიზმში ცუდ ცვლილებებს ახდენს, შესაბამისად ჯობია იმავე რაციონით გავაგრძელოთ მზადება, რა რაციონითაც ვიკვებებოდით მანამდე, თუმცა თუ საუბარი მწვადებსა და შაურმებზეა, სასურველია რბენამდე 3-4 კვირით ადრე შეცვალონ ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ შეამსუბუქოთ თქვენი კვება.

სპეციალური ცილოვან ან ხილის/ბოსტნეულის სმუზებს ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას?
ზოგადად პირდაპირ ხილის მიღებაზე ვაკეთებ არჩევანს და არ ვაკეთებ სმუზებს.

ფიზიკური მომზადება მარათონისთვის როგორ გამოიყურება?
რბენისთვის ისევე ვემზადები, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, აქტიურად და ხალისით.

რა ტიპის ვარჯიშებს ანიჭებს უპირატესობას მარათონისთვის მზადებისას?
ძირითადად სირბილი და გაწელვითი ვარჯიშები.

რა რაოდენობით იღებთ წყალს ყოველდღიურად და ფიზიკურად აქტიურ დღეებში?
ყოველდღიურად ვიღებ ძალიან ბევრ წყალს, არასდროს დამითვლია, მაგრამ ალბათ 3-დან 4 ლიტრამდე ვსვამ. ასევე მინდა აღვნიშნო რომ მივირთმევ მხოლოდ ბაკურიანს რადგან ძალიან მიყვარს მისი გემო.

თქვენთვის იდეალური დრო წყლის მისაღებად: საკვების მიღებამდე და მის შემდეგ რა დროის მონაკვეთს იყენებთ?
წყლის მისაღებად იდეალური დრო არ არსებობს. წყალი უნდა სვათ სულ, რომ ორგანიზმის გამოშრობა არ მოხდეს. ზოგადად სასურველია არ მოგწყურდეთ.

ნინუცა1

უშუალოდ მარათონის დღეს, გარბენამდე რა კონკრეტული რეკომენდაციები გაქვთ: დავლიოთ თუ არა წყალი და რა ოდენობით? რა საკვები მივიღოთ და გარბენამდე რამდენი ხნით ადრე?
გარბენამდე 1-2 საათით ადრე საკვების მიღება არ ღირს, რადგან კუჭზე დაწოლა იცის სირბილის დროს.

_OTHER BLOGPOSTS_