We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ბლიც-ინტერვიუ ქეთი ხატიაშვილთან

_from blog_:
_June_ 26, 2018
_by_ Anika
მარათონის დღემდე რამდენი ხნით ადრე იწყებთ მზადების პროცესს?

გამომდინარე იქიდან, რომ აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ფაქტიურად სულ ვარჯიშობ, რაც შეეხება კონკრეტულად მსოფლიო რბენას, სირბილი დავიწყე 3 კვირის წინ.
2. მზადების პროცესში რას ცვლით საკვებ რაციონში? ყველაზე ხშირად რა საკვებს იღებთ?

ზოგადად ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და არაჯანსაღი საკვების მიღება, თუმცა ახლა მწრთვნელის რჩევით რაციონიდან ამოვიღე გაზიანი სასმელები, მაიონეზი შევცვალე არაჟნით და დავამატე მოხარშული ხორცი.
3. სპეციალური ცილოვან ან ხილის/ბოსტნეულის სმუზებს ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას?

ვცდილობ ვისწავლო გემრიელი და სასარგებლო სმუზების მომზადება და ვაპირებ აქტიურად ჩავრთო ჩემს კვების რაციონში.
4. ფიზიკური მომზადება მარათონისთვის როგორ გამოიყურება?

ჩემს არსებულ ფიზიკურ აქტივობას დაემატა სირბილი.
5. რა რაოდენობით იღებთ წყალს ყოველდღიურად და ფიზიკურად აქტიურ დღეებში?

რამდენსაც ორგანიზმი მთხოვს, იმ რაოდენობით ვიღებ სითხეს.

ket2

6.

_OTHER BLOGPOSTS_