We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ბრინჯის დიეტა და მისი ეფექტიანობა

_from blog_:
_June_ 13, 2017
_by_ Anika
ბრინჯის დიეტა რეალურად, რთული ნახშირწყლების შემცველი, დაბალი ცხიმიანობით და ნატრიუმის მინიმალური შემცველობით გამორჩეული კვების რეჟიმია, რომელიც დიუკის უნივერსიტეტის პროფესორმა უოლტერ კემპნერმა 1939 წელს შეიმუშავა. ათწლეულების განმავლობაში მიძინებული დიეტა 2006 წლიდან გამოცოცხლდა, როცა ის "მტვრიანი თაროდან" ცნობილმა დიეტოლოგმა კიტი როზატიმ გადმოიღო.

რა პრინციპებზეა აგებული ბრინჯის დიეტა? დიეტის მთავარი ფოკუსი მარილიანი და ნატრიუმის (sodium) მაღალი შემცველობით გამორჩებული საკვების მინიმუმამდე დაყვანაა. ეს ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან განთავისუფლებაში და შეშუპების მოხსნაში დაეხმარება, რაც შედეგად ზედმეტ კილოგრამებს აგვაცილებს თავიდან. ნატრიუმის შემცველი საკვების შეზღუდვასთან ერთად, ეს დიეტა ნაჯერი ცხიმების შეზღუდვასაც გულისხმობს. მათ ნაცვლად უჯრედისის მაღალი შემცველობის პროდუქტების მიღებააა რეკომენდებული ხანგრძლივი დროით დასანაყრებლად, მათთან კომბინირებულად კი ხილის, ბოსტნეულის, ბურღულეულის და პარკოსნების გამოყენებაა შესაძლებელი. რძის პროდუქტები აკრძალულ სიას მიეკუთვნება.

ბრინჯის დიეტის დროს დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გაკონტროლებაც მოგიწევთ, თუ წონაში დაკლება გსურთ: საწყის ეტაპზე, რეკომენდებულია დღიური ნორმა 1000 კკალ-ით დაწყება, შემდეგ უკვე ეტაპობრივად 1200-1500 -მდე ასვლა. თუ ამ კვების რეჟიმის დაცვას გადაწყვეტთ, 3 ეტაპის გავლა მოგიწევთ: პირველ ეტაპზე კვირის ერთ დღეს ხდება ბურღულეულის და ხილის მირთმევა, ხოლო დანარჩენ დღეებში ბოსტნეულის და პარკოსნების დამატება.

დღიურ რეჟიმთან დაკავშირებით როზატი შემდეგ მითითებებს გვაძლევს:

1000 კკალ.

500-დან 1000 მგ-მდე ნატრიუმი;

22 გრ. ცხიმი;

5.5 გრ. ნაჯერი ცხიმები;

0-100 მგ-მდე ქოლესტერინი.

ისევე როგორც ყველა სხვა გონივრული დიეტა, ბრინჯის დიეტის დროსაც მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ადაპტირება: კარგი იქნება, თუ კვების დღიურს აწარმოებთ, დააკვირდებით ამა თუ იმ პროდუქტთან თქვენს და ორგანიზმის დამოკიდებულებას.

_OTHER BLOGPOSTS_