We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ბუნებრივი კოსმეტიკა: დადებითი და უარყოფითი მხარეები

_from blog_:
_October_ 07, 2013
_by_ Anika
სახლის პირობებში თავის მოვლაზე ანიკას ბლოგის მკითხველებთან არაერთხელ გვისაუბრია: სახის სხვადასხვა ტიპის ნიღბებზე ამა თუ იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თმის ნიღბებზე თუ ტერფის სარელაქსაციო პროცედურებზე. ამ ყოველივეს ერთი დიდი პლიუსი აქვს: მათი ჩატარება სახლიდან გაუსვლელად, მინიმალური ძალისხმევით თუ დანახარჯებით შეგვიძლია. თუმცა, მეორე მხრივ, ჩნდება შეკითხვა: არის თუ არა ნებისმიერი ნატურალური პროდუქტი სასარგებლო ამ მიზნებისთვის?! დღევანდელ პოსტში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ბუნებრივი კოსმეტიკის მინუსები

  • პროდუქტმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. ალერგოლოგის პაციენტები ხშირად სწორედ ბუნებრივი კოსმეტიკის მომხმარებლები ხდებიან, რაც კონკრეტული პროდუქტით გამოწვეული ანთებითი პროცესით, სიწითლით ან გამონაყარის პროვოცირებით არის გამოწვეული.

  • ბუნებრივი პროდუქტების სასარგებლო თვისებები ყველაზე ერთნაირად არ ვრცელდება. დავაკონკრეტოთ: მაგალითად, ათქვეფილი კვერცხის ცილისგან დამზადებული სახის ნიღაბი იდეალურია ფორების შესავიწროვებლად, მისი მოხმარება კი ცხიმიანი და კომბინირებული კანის შემთხვევაში არის რეკომენდირებული. თუ ამ ნიღაბს მშრალ კანზე გადავისვამთ, კანის აქერცვლა და გაღეზიანებას ვერ ავცდებით. სტაფილოსგან დამზადებული ნიღაბის სახეზე სულ ოდნავ მეტ ხანს გაჩერების შემთხვევაში კი დატენიანებული და მსუბუქად გარუჯული კანის ნაცვლად უსიამოვნო, მოყვითალო კანის ფერს მივიღებთ.

  •  მესამეც, წლებთან ერთად გარემო ფაქტორებიც იცვლება და დღეისთვის სახეზე უარესობისკენ შეცვლილი ეკოლოგია გვაქვს. ეს კი თავის მხრივ პროდუქტების ხარისხზე და უსაფრთხოებაზე აისახება: ვართ თუ არა დარწმუნებული, რომ კიტრი, რომლის ნიღაბში გამოყენებასაც ვაპირებთ, ქიმიკატებით არ არის გაჟღენთილი? ასეთ შემთხვევაში, საეთოდ ღირს კი “ნატურალურზე” არჩევანის გაკეთება?!


ბუნებრივი კოსმეტიკის პლიუსები

  • ნატურალურ კოსმეტიკაში ვერ შეხვდებით დანამატებს - კონსერვანტებს, რომლებიც მზა კოსმეტიკურ საშუალებებს დიდ ხანს შენახვაში ეხმარება; საღებავებს.

  • ამ დროს თავად ვირჩევთ და შესაბამისად, ვიცით, რა ტიპის პროდუქტებთან გვაქვს საქმე, მაშინ როცა მზა კოსმეტიკის შემთხვევაში, იძულებული ვართ მწარმოებლის კეთილსინდისიერებას ვენდოთ.


350x233_0xc0a8393c_9701319831370468992

სახიფათო კომბინაციები

  • თაფლი, მარწყვი და ციტრუსები - ძლიერ ალერგენებს წარმოადგენენ და მათ სერიოზული გაღეზიანების, სიწითლის და აქრცვლის გამოწვევა შეუძლიათ.

  • კვერცხის ცილის ნიღაბს თმაზე ნუ წაისვამთ - ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ. მთავარი პრობლემა კი იმაშია, რომ თბილი წყლით ამ ნიღბის თმიდან ჩამობანისას, ცილა თმებს ჯიუტად მიეკრობა და მისი ჩამორეცხვა ძალიან რთული გახდება.

  • თალგამისებული ხახვის დაბლენდერებული მასა და წვენი თმის ცვენისთვის ძალიან სასარგებლო რამეა. თუმცა, მას ერთი “ვერაგი” თვისებაც აქვს: ხახვისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი, რომელიც თმის გაშრობის შემდეგ ქრება, უმალვე ისევ გაჩნდება, როგორც კი თმას დაისველებთ.

  • ანტიცელულიტური მასაჟის დროს გამოყენებული თაფლი შესაძლოა მიკროტრავმების მიზეზი გახდეს. თაფლი კანს მყარად ეკრობა, რის გამოც სისხლძარღვები შეიძლება დაზიანდეს. ასეთი პროცედურის შემდეგ ხშირად ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები რამდენიმე დღით “დაამშვენებს” თქვენს ფეხებს.


მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_