წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ბუნებრივი ნიღბები თხელი თმისთვის

ბლოგი:
მარტი 24, 2017
ავტორი Anika
თმის მოცულობის დაკარგვა, დათხელებული ღერები და ზოგადად, შეთხელებული თმა დღეს გლობალური პრობლემაა როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვისაც. სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში ათასგვარ ჯადოსნურ ამპულას თუ შრატს შეხვდებით, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება, თუმცა, არანაკლებ ეფექტიანი და გაცილებით ხელმისაწვდომი ალტერნატივა ბუნებრივი პროდუქტებით, სახლის პირობებში მომზადებული თმის ნიღბებია, რომელთან სისტემატური გამოყენება დანამდვილებით კარგ შედეგებს იძლევა.

ალოეს ნიღაბი სკალპისთვის - იდეალურად კვებავს თავის კანს. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ შემდეგი ნიღბის მომზადება: ერთ სუფრის კოვზი ალოეს გელი კარგად შევიზილოთ სკალპზე, 10-15 წუთით დავიტოვოთ, შემდეგ კი შამპუნით ჩამოვიბანოთ. ასეთი ნიღაბი თმის ფოლიკულებს აძლიერებს, ძლიერი ფოლიკული კი თმის მსხვრევადობის კარგი პრევენციაა.

aloe-vera-625_625x350_71443086188



კვერცხის ცილოვანი ნიღაბი - შეთხელებული თმის მიზეზი ხშირად საკვებ რაციონში პროტეინის ნაკლებობაა, რაც ბუნებრივია, პირველ რიგში ისევ დაბალანსებული კვებით უნდა გამოსწორდეს, ხოლო თუ მას გარედანაც დავეხმარებით, შედეგი გაცილებით კარგი გვექნება. ცილოვანი თმის ნიღაბი შეგვიძლია შემდეგნაირად მოვამზადოთ: ნახევარ ავოკადოს, ერთ კვერცხს, ერთ სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს და ნახევარ ჩაის კოვზ თაფლს კარგად ავურევთ, გადავისვამთ თმაზე და სულ მცირე 30 წუთით დავიტოვებთ,  შემდეგ კი შამპუნით ჩამოვიბანთ.

ზეითუნის ზეთის და კოჭას ნიღაბი - ზეითუნის ზეთი მასში შემავალი უამრავი ვიტამინისა და სასარგებლო ელემენტების წყალობით, თმას იდეალურად კვებავს სკალპიდან ღერის ბოლომდე, ამასთან ერთად მოცულობასაც მატებს. ნიღაბი მარტივად შეგვიძლია მოვამზადოთ: ზეითუნის ზეთს დავუმატებთ წვრილად გახეხილ კოჭას და შევიზელთ თმაში მასაჟის მოძრაობებით. დავიტოვებთ 30-45 წუთი, შემდეგ კი ჩამოვიბანთ.

ვაშლის ძმრის და მწვანე ჩაის ნიღაბი - თმისთვი მოცულობის მისანიჭებლად და გაღიზიანებული სკალპის დასამშვიდებლად ასეთი ნიღაბი იდეალურია, მის მოსამზადებლად კი 1/4 ჭიქა ვაშლის ძმარი და ერთი ჭიქა გაგრილებული მწვანე ჩაი დაგვჭირდება, რომელსაც შამპუნის შემდეგ გადავივლებთ თმაზე და შემდეგ სავარცხლით კარგად გამოვივარცხნით. ამ ნიღაბს ჩამობანა არ სჭირდება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები