წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ცელულიტის საწინააღმდეგო ეფექტური პროდუქტები

ბლოგი:
თებერვალი 25, 2015
ავტორი Anika
გაზაფხული კარს მოგვდგომია, ძალიან მალე თხელ აბრეშუმის სამოსზე გადავალთ და ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, ჩვენი გარდერობი კიდევ უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი გახდება. თუმცა, სურათი დრამატულად ჩვენს ცხოვრებაში აუზის პერიოდის დადგომასთან ერთად შეიცვლება: ზამთრის მერე სხეულის გაშიშვლება ყოველთვის გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, ზედმეტი ორიოდი კილოგრამი და ზამთრიდან შემონახული ცელულიტი თუ "ფორთოხლის კანი" - ნამდვილად არ არის საუკეთესო მოტივაცია საცურაო კოსტიუმში გამოსაწყობად. ამიტომაც, თუ აქედანვე დაიჭერთ თადარიგს და არსებული ცელულიტის შემცირებაზე იზრუნებთ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. დღევანდელ პოსტში რამდენიმე საუკეთესო პროდუქტის შესახებ ინფორმაციას გაგიზიარებთ, რომლებიც ამ პროცესში დაგეხმარებიან.

BODY CREATOR aromatic sculpting concentrado

არომატიზირებული, მოდელირების ფუნქციის მქონე კონცენტრატი ტანის იდეალური ფორმებისთვის Aromatic Sculpting Concentrate Body Creator, Shiseido - ეს საცხი პრობლემურ ზონებში ე.წ. "ფორთოხლის კანს" ასწორებს და ცელულიტს ამცირებს. მთლიანობაში, საცხი სხეულის კონტურის გამოკვეთაში გეხმარებათ, კარგად ატენიანებს კანს, აუმჯობესებს ელასტიურობას და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ამ ყველაფერთან ერთად, საცხს გრეიფრუტის და კოფეინის სასიამოვნო, მდგრადი არომატი აქვს და ცოტა სქელი კონსისტენციის მიუხედავად, ძალიან კარგად ნაწილდება კანზე.

225x573_Quality97_b16c6567419ed8c0b12c396dd0e02ba6

აზიური ცენტელას, ფორთოხლის, ლიმონის და ბერგამოტის ეთერზეთების საფუძველზე შექმნილი გელი HydroForm, Darphin, სხეულის კონტურებს ამკვრივებს, ამცირებს ცელულიტის ხილვადობას, არბილებს კანს და მას მკვრივს ხდის.

225x225_Quality97_d9c6a6a8bbfb24740052580847c48b8a

Vichy-ის Aquadestock სხეულში სითხის შეკავებას ებრძვის ანუ მარტივად რომ ვთქვათ დრენაჟის ეფექტი აქვს, ადვილად უმკლავდება ფეხების შეშუპებას და "ფორთოხლის კანის" ეფექტს, გააჩნია ნაკლებცხიმიანი ტექსტურა და წასმის შემდეგ გამაგრილებელ, მენთოლისებრ შეგრძნებას მოგგვრით.

225x188_Quality97_3e708b5aa9553b0bdef5f1c632a51e9c

ნუშის არომატი ვისაც გიყვართ, მაშინ L'occitane-ის სხეულის მოდელირების გელი Almond Shaping Delight თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ეს ინოვაციური კომპლექსი სილუეტს მოდელირებას უკეთებს და უზრუნველყოფს შედეგის შენარჩუნებას. ნუშის ექსტრაქტზე და აქტიურ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული გელი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს, როგორც ამბობენ, მისი დახმარებით თეძოების-დუნდულების-მუცლის-წელის ზონებში დაგროვილი ზედმეტი ცხიმების შემცირებაა შესაძლებელი, კანი გაცილებით მკვრივი ხდება და იზრდება მისი ტონუსი.

225x523_Quality97_7471838d6e4181d6c05720a28f48fbe4

Elemis-ის სხეულის სკულპტორი და გამამკვრივებელი საცხი ლიფტინგის ეფექტით - ეს ანტიცელულიტური საცხი ცხიმოვანი დაგროვებების წარმოქმნის პროვენციას აკეთებს და აკორექტირებს სხეულის კონტურს. ზღვის კამის, წყალმცენარეების და სხბა ნატურალური ინგრედიენტების კომბინაციის ხარჯზე, საცხი დრენაჟს აუმჯობესებს და კოფეინის ალტერნატივას წარმოადგენს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები