ბლოგი:
ივნისი 24, 2013
ავტორი Anika
ცელულიტის პრობლემაზე საუბარს დღეისთვის, იშვიათად რომ ეროდებოდეს რომელიმე ქალი. პირიქით, მუდმივად ისეთი სიახლეების თუ ინფორმაციის ძიებაში ვართ, რომელიც ამ თავის ტკივილის სრულად აღმოფხვრაში თუ არა, მის შეძლებისდაგვარად შემცირებაში მაინც დაგვეხმარება. ისიც კარგად გავიაზრეთ უკვე, რომ ცელულიტთან ბრძოლა ერთჯერადი ხასიათის არაა - ეს ისეთი მტერია, რომელიც ცხოვრების მანძილზე მუდმივად და სისტემატურად უნდა აკონტროლო და გააუვნებელყოფო.
ცელულიტის გაჩენის მიზეზები ბევრგან უნდა ვეძიოთ: ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ტონუსის დაკარგვა და არაჯანსაღი დიეტები. მასთან ბრძოლის გზებისც მრავალმხრივია: ჯანსაღი კვების წესით დაწყებული სისტემატური ვარჯიშით და სპეციალური პროცედურებით დამთავრებული.
დღევანდელ პოსტში ამ საქმის პროფესიონალების რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგაცნობთ ანტიცელულიტური საშუალებების სწორად შერჩევასა და მათი გამოყენების ზუსტ მეთოდებთან დაკავშირებით.
მოკლედ, როგორც კი გადაწყვეტთ ანტიცელულიტური საშუალების შეძენას და საყიდლად გაეშურებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ ამა თუ იმ პროდუქტის შემადგენლობას კარგად უნდა გაეცნოთ. 5 ყველაზე ეფექტური კომპონენტი, რომელიც ანტიცელულიტურ საშუალებაში შეიძლება შედიოდეს:
1. კოფეინი - ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, კაპილარების და სისხლძარღვების ტონუსის გაძლიერების გზით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
2. წითელი წიწაკა - გახურება-გაცხელების ეფექტს იძლევა, კანთან სისხლის მიდინებას აძლიერებს და მიკროცირკულაციას აუმჯობესებს;
3. ზღვის წყალმცენარეები - ცხიმის დაშლას ასტიმულირებს, ხსნის შეშუპებას და დამატენიანებელი ეფექტი გააჩნია;
4. ეთერზეთები - ლიმონის, გვირილის, ვარდის ხის, ლავანდას, გერანის ზეთები კანს სათანადო კვებას და ტონუსს აძლევენ, იმავდროულად ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნიათ, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებენ და ტოქსინების გამოდევნას უწყობენ ხელს;
5. მცენარეული ექსტრაქტები - ისეთები როგორიცაა ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, მთის არნიკას, გინკო ბილობას, პიტნის, მწვანე ჩაის ექსტრაქტები სისხლძარღვებს ამყარებენ და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნიათ. ამას გარდა, ისინი ვენებსა და კაპილარებს საჭირო ტონუსს აძლევენ.
მოკლედ, ანტიცელულიტური პროდუქტის შეძენის შემდეგ, გადავდივართ მეორე მნიშვნელოვან ეტაპზე: როგორ წავისვათ ის ისე, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. პროფესიონალები გვირჩევენ, რომ გელი/საცხი/ზეთი მასაჟის მოძრაობით გადავისვათ კანზე. ზოგიერთი ბრენდი კონკრეტულ მითითებებსაც კი იძლევა წასმის სასურველ მეთოდზე: მაგალითად, Clarins-ის ფირმა მომხმარებლებს ვიდეორგოლს სთავაზობს, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები მასაჟის პროცედურა. სპეციალური პროდუქტის გამოყენება დღეში ორჯერ არის რეკომენდირებული: დილით და საღამოს, სასურველია აბაზანის ან შხაპის შემდეგ, გახურებულ კანზე.
ანტიცელულიტური საშუალება ყოველთვის უნდა წაისვათ კარგად გასუფთავებულ კანზე. პრობლემურ ზონაზე გადასმის შემდეგ 5 წუთის განმავლობაში მასაჟის სახით შეიზილეთ: დაიწყეთ საათის ისრის მიმართულების მოძრაობებით, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით და შემდეგ უკვე დაიწყეთ აქტიური მასაჟი. ბარძაყების მასაჟი დაიწყეთ მუხლის მიდამოებიდან ზედა მიმართულებით, თავდაპირველად მსუბუქი და ნაზი მოძრაობებით, შემდეგ უფრო ინტენსიურად. ბარძაყების წინა და უკანა მხარეებს ვამასაჟებთ განცალკევებულად. მუცლის მასაჟისას სპეციალისტები გვირჩევენ, რომ შეძლებისდაგვარად დავჭიმოთ მუცლის კუნთები და მოძრაობები შევასრულოთ ჯერ ზემოდან ქვედა მიმართულებით, შემდეგ უკვე საპირისპიროდ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა