წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჩაის სახეობების გამოყენება სხვადასხვა საჭიროებისას

ბლოგი:
იანვარი 12, 2017
ავტორი Anika
ბევრი ჩვენგანისთვის ყოველდღიურობა ყავის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა როცა საქმე ჩაის ეხება, აქ უკვე პრიორიტეტი სხვანაირად ნაწილდება: ჩაის თითქმის ყველა მოვიხმართ, ზომი შავს ზოგი მწვანეს, ზოგიც პიტნისას , თუმცა ჩაისთან განშორება უმეტესობისთვის ალბათ, გაცილებით მარტივი არჩევანი იქნებოდა, ვიდრე ყავასთან. ჩაისთან განშორება არც არის საჭირო, ვინაიდან ხარისხიანი და სათანადოდ შერჩეული ჩაი არამხოლოდ არომატული და სასიამოვნო მისართმევია, არამედ ბევრს სხვადასხვა პრობლემასაც აგვარებს, მთავარია ვიცოდეთ, როდის რომელი სახეობის ჩაი გამოვიყენოთ. მოდით, გავერკვეთ ამ გაუგებრობაში.

- დილით უზმოდ გამოსაფხიზლებლად და ენერგიის მოსამატებლად ფინჯანი შავი ან მწვანე ჩაი იდეალური არჩევანია .  ჩაის ამ სახეობებში შემავალი ლ-თიანინი სწორედ თქვენს კარგად გამოფხიზლებას ემსახურება.

- შუადღის პერიოდისთვის კარგი არჩევანია მწვანე ჩაი გინკო ბილობას შემცველობით. მწვანე ჩაი ჩვენს პროდუქტიულობას ზრდის, გინკო ბილობა კი მეხსიერების ჯანსაღ მდგომარეობაში ყოფნას უწყობს ხელს.

- ვარჯიშის შემდეგ აღდგენაში შავი ჩაი დაგვეხმარება. ერთ ფინჯან ხარისხიან შავ ჩაიში 88 მლგ. კალიუმია, რაც კუნთების აღდგენას უწყობს ხელს.

- სტრესის და აღგზნებადობის დასარეგულირებლად მწვანე, ლავანდის ან გვირილის ჩაი გამოგვადგება. გვირილა და ლავანდა რა ხანია ცნობილია მათი დამამშვიდებელი ეფექტით. ზოგადად, ლავანდა და მისი ზეთი იდეალურია გაღიზიანების, აფორიაქებული მდგომარეობის გასანეიტრალებლად.

- წონის დარეგულირებისას ხშირად იყენებენ ბაბუაწვერას ან პიტნის ჩაის. ამბობენ, ბაბუაწვერა ორგანიზმში არსებული ზედმეტი სითხის გამოდევნას უწყობს ხელსო და იმავდროულად საჭმლის მონელებაშიც გვეხმარებაო. პიტნას რაც შეეხება, მას მადის დამთრგუნველი თვისებები აქვს და ბაბუაწვერას მსგვასად, ისიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამდენად ხელს უწყობს წონაში კლებას.

- სახის კანის სილამაზეს როიბუშის და მწვანე ჩაები უწყობენ ხელს.

- მუცლის დისკომფორტს კი ბაბუაწვერას და კოჭას ჩაი უმკლავდება მარტივად.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები