ბლოგი:
სექტემბერი 23, 2014
ავტორი Anika
არ ვიცი, რამდენად პოეტური განწყობა გაქვთ შემოდგომის ცივი ამინდების ფონზე, მაგრამ ლეგენდარული ფრანგული სახლის Chanel-ის კოსმეტიკური ხაზის შემოქმედები ამ სეზონზე მომეტებულად პოეტურ ემოციებს გვპირდებიან. საქმე იმაშია, რომ შანელის ვიზაჟისტებმა ახალი, საშემოდგომო კოლექცია შემოგვთავაზეს სახელწოდებით „პოეტური განწყობები“ და გვარწმუნებენ, რომ ამ შემოდგომაზე აქცენტი თვალებზე უნდა გავაკეთოთ და ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოხატული და შთამბეჭდავი იყოს გამოხედვა. პირადად მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - სიამოვნებით გამოვცდიდი ახალი ჩრდილების პალიტრას Ombre Essentielle, რომელიც 6 ორიგინალურ ფერშია წარმოდგენილი ღია ვარდისფერიდან კაშკაშა ჟოლოსფერამდე. ვინც უპირატესობას კლასიკურ smoky eyes ანიჭებთ, არჩევანი შანელის უკვე კლასიკად ქცეულ ოთხფერიან ჩრდილების პალიტრაზე შეგიძლიათ შეაჩეროთ - ბეჟი და ყავისფერი ტონალობები საუკეთესოა სტანდარტული smoky eyes შესაქმნელად.
ტუჩის მაკიაჟისთვის ვიზაჟისტები ახალი კოლექციიდან ნახევრადგამჭვირვალე მბზინავი საცხის Levres Scintillantes (ორ ფერშია წარმოდგენილი) ან Rouge Coco Shine ხაზიდან მბზინავი პომადის გამოყენებას გვირჩევენ - ნებისმიერ შემთხვევაში ტუჩის ფერი იდეალურ თანხვედრაში იქნება კოლექციის ახალ ფრჩხილის ლაქებთან.
იცით, როგორი წარმომიდგენია იდეალური საშემოდგომო მაკიაჟი: მშვიდი, ჩამცხრალი, ნეიტრალური, მაქსიმალურად ბუნებრივი ტონალობების, ზუსტად ისეთი, როგორსაც ამ შემოდგომაზე Clarins-ის ბრენდი გვთავაზობს. ახალ კოლექციას სახელად Ladylike უწოდეს და მასში ნეიტრალური მაკიაჟის შესაქმნელად საჭირო ყველა პროდუქტი შეიტანეს. იმდენად მომწონს ეს კოლექცია, რომ მასზე ლაპარაკიც არ მომბეზრდება. თვალის ჩრდილები 6 განსხვავებულ ფერშია მოცემული, ნათელი ბეჟიდან მონაცრისფრო ტონალობამდე: საოცრად ხავერდოვანი ჩრდილები კანზე იდეალურად ნაწილდება და მათ შემადგენლობაში არსებული ბამბუკის ფხვნილის წყალობით, დიდ ხანს ნარჩუნდება სახეზე. თუმცა, ჩრდილების წასმამდე თვალის კანის შესამზადებლად Eclat Minute-ის პრაიმერის გამოყენებაა რეკომენდირებული, რომელიც რამდენიმე ტონალობაშია წარმოდგენილი. თვალის მაკიაჟს ახალი ტუში - Be Long Mascara - ასრულებს, რომელიც წამწამების ზრდის აქტივატორს შეიცავს.
ახალ კოლექციაში ერთი გამორჩეულად სასარგებლო ნაკრებია შესული: წარბების მოსავლელი სრული კომპლექტი, პინცეტით და ჩრდილებით დაწყებული ფორმის მისაცემი ცვილით დამთავრებული. დაღლილობის ნაკვალევის შენიღბვას მარტივად შეძლებთ Eclat Minute კორექტორით, ხოლო ტუჩის მაკიაჟისთვის კი 5 განსხვავებული ტონალობის პომადის გამოცდა შეგიძლიათ.
ხალისიან შემოდგომას გისურვებთ,
ანიკა