ბლოგი:
აპრილი 24, 2012
ავტორი Anika
ცხოვრების სამი დეკადა მოვიტოვე უკან და მინდა გითხრათ, ამ პერიოდის არცერთ მონაკვეთში მქონია საკმარისი გამძლეობა და მზაობა “მეგა-დიეტასთან” შესაჭიდებლად. მარტივად გეტყვით - დიეტები არ მიყვარს, იმდენად რომ ნებისმიერი დიეტის ხანგრძლოვობა ჩემთვის მხოლოდ 3-4 დღით შემოიფარგლებოდა. დიახ, მეტს იმიტომ ვერ ვახერხებდი, რომ ეს გაწერილი და ლიმიტირებული კვების გრაფიკი და რაციონი, ფსიქიკას მინგრევდა და მეტი არაფერი. საბოლოოდ ვრჩებოდი მშიერი და “გაბოროტებული”, ჩემი ზედმეტი რამდენიმე კილოგრამის თანხლებით. ამიტომაც ჩავიქნიე ხელი ათასგვარ პოპულარულ დიეტებზე, ვიდრე ერთი ფრანგი ექიმი-დიეტოლოგის წიგნს გადავაწყდებოდი.
ექიმი დიუკანის შესახებ, მგონი, საქართველოშიც უკვე ბევრმა იცის. ლეგენდის თანახმად, ქეთრინ მიდლტონმაც სწორედ დიუკანის დახმარებით მიაღწია მის სასურველ წონას ქორწინებამდე (თუმცა, ჩემი აზრით, არაფერი ჰქონდა დასაკლები). უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არაერთისგან მსმენია ფრაზა “დიუკანს ვაკეთებ და კმაყოფილი ვარ”. სხვების გამოცდილების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საკუთარს გაგიზიარებთ - ეს იყო ერთადერთი კვების რეჟიმი თუ დიეტა (თავად დიუკანი დიეტად მოიხსენიებს), რომელიც სრულიად “აუღელვებლად”, გააზრებულად, გართულებების გარეშე და მყარი შედეგებით გამოვცადე - უდრტვინელად დავიკელი ის რამდენიმე “ურყევი” კილოგრამი, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელი “მეზედმეტებოდა”.
დიეტა მარტივია პირველ რიგში, იმ თვალსაზრისით, რომ ნებადართული საკვების რაოდენობაში არ იზღუდები და მეორეც იმიტომ, რომ ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავ და არეგულირებ. თანაც, თუ ხორცეულის მოყვარული ხართ, კიდევ უფრო გაგიმართლათ, ვინაიდან დიუკანის წონაში კლების მეთოდის ძირითადი ღერძი ცილოვანი საკვებია.
დიეტა 4 ეტაპისგან შედგება: პირველი ფაზა, რომელსაც “თავდასხმის ფაზა” ეწოდება, 2-დან 10-დღემდე გრძელდება და მისი ხანგრძლივობა თქვენი გადასაწყვეტია, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი კილოგრამი გაქვთ დასაკლები. ეს პირველი ეტაპი წმინდა ცილოვანი დღეებისგან შედგება - მიირთმევთ მხოლოდ ცილებს: საქონლის ხორცის გარკვეულ ნაირსახეობებს, თევზეულს, ფრინველის ხორცს, კვერცხს, მცირე რაოდენობით შვრიის ქატოს და უცხიმო რძის პროდუქტებს. წონის დრამატული კლება სწორედ ამ პირველ ფაზაში მიმდინარეობს, რის შემდეგად გადადიხართ უკვე მეორე ეტაპზე.
მეორე ეტაპი, რომელსაც დიუკანი “კრუიზის ფაზას” უწოდებს, წმინდა ცილოვანი დღეებისა და ცილოვანი-და-ბოსტნეულის დღეებისგან შედგება, რომლის ჯერადობასაც ისევ თავად არჩევთ. ამ ფაზის ხანგრძლივობაც თქვენი გადასაწყვეტია - როცა მიხვდებით, რომ უკვე სასურველ წონას მიაღიეთ, შეგიძლიათ მესამე ეტაპზე გადაინაცვლოთ.
მესამე, “კონსოლიდაციის ფაზის” დანიშნულება მიღწეული წონის დასტაბილურება და შენარჩუნებაა. ამ ფაზაში მეორე ფაზის კვების რეჟიმს აგრძელებთ და კვების რაციონს უმატებთ ხილს, პურს და ყველს, რომელთა მირთმევაც ყოველდღიურად შეგეძლებათ. გარდა ამისა, კვირაში ორჯერ, გეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ სახამებლიანი საკვების ორი პორცია და მიირთვათ დიუკანის ე.წ “სადღესასწაული კერძი” (მათი ჩამონათვალი და მომზადების წესი ცალკე არის მოცემული). მესამე ფაზის ხანგრძლივობას შემდეგნაირად ანგარიშობთ: 10 დღე თითო დაკლებულ კილოგრამზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 5 კგ. გაქვთ დაკლებული, მაშინ მათ შესანარჩუნებლად 50 დღე უნდა გამოჰყოთ. არ დაფრთხეთ, ეს ფაზა ძალიან რბილად და უმტკივნელოდ მიმდინარეობს, მერწმუნეთ!
მეოთხე, ფინალური ფაზა დაკლებული წონის “სამუდამო სტაბილიზაციას” გულისხმობს და შემდეგნაირად გამოყურება: უბრუნდებით თქვენს ჩვეულ კვების წესს და იცავთ ერთ “უკვდავ წესს” - კვირაში ერთი დღე უნდა მოაწყოთ წმინდა ცილოვანი დღე (როგორც პირველ ფაზაში), სიცოცხლის ბოლომდე, რაც იმის გარანტია იქნება, რომ დაკლებულ კილოგრამებს აღარ მოიმატებთ.
ამ ყველაფრის გარდა, ერთი რამ, რასაც ექიმი დიუკანი კატეგორიულად მოითხოვს და ეს მოთხოვნა არავითარ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, არის დღის განმავლობაში სულ მცირე, 1.5 ლიტრი სითხის მიღება. “მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ზედმიწევნით მიყვებით დიეტას, თუ ორგანიზმმა საჭირო რაოდენობის სითხე არ მიიღო, ეს უბრალოდ წონაში კლების პროცესს შეაჩერებს”, განმარტავს დიუკანი.
ვფიქრობ, მოკლე მიმოხილვისთვის საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ. თუ ჭკუაში დაგიჯდებათ და დიუკანის დიეტის გამოცდას გადაწყვეტთ, მომწერეთ შეკითხვები და ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას სრულად მოგაწვდით, დეტალურად და კონკრეტულად.
დრეობით, მომდევნო პოსტამდე!
ანიკა