წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჩრდილები ყავისფერი თვალებისთვის

ბლოგი:
ოქტომბერი 23, 2012
ავტორი Anika
მაკიაჟის კეთებაში დიდი ოსტატობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. მის შემადგენელ რამდენიმე კომპონენტს თითქმის ყოველდღიულად მოვიხმარ (შაბათ-კვირას თუ სახლში ვარ, ბუნებრივია კანს ზედმეტად არ ვტვირთავ) და ამისთვის რამე განსაკუთრებული ძალისხმევა და უნარები არ მესაჭიროება. წამწამების ტუში - მგონი ყველაზე მარტივი საქმეა; ტონალური კრემი - მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს და თანაბრად გადაინაწილო; ტუჩის უფერული ბალზამი - გადაისვი და ეგ არის; და ბოლოს “რუმიანა” - სპეციალური ფუნჯით ლოყებზე და ყვრიმალებზე ვინაწილებ და მაკიაჟიც დასრულდა.

ყველაზე იშვიათად რასაც მოვიხმარ, ეს თვალის ჩრდილებია და გულიც მწყდება, ვინაიდან პროფესიონალურად გაკეთებულ თვალის მაკიაჟს ძალიან, ძალიან დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია: თვალებს სულ სხვანაირად მეტყველს, გამოხედვას კი ძალიან მიმზიდველს ხდის.

დღევანდელ პოსტში ჩემს მსგავსად ყავისფერი თვალების მქონე ქალებს მინდა რამდენიმე თვალის ჩრდილის შესახებ მოვუყვე, რომლებიც პროფესიონალი ვიზაჟისტების რჩევით იდეალურად გამოკვეთავს და ხაზს უსვამს ყავისფერი თვალების სილამაზეს.



კობალტისფერი, ხასხასა ლურჯი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ყოფილა. ამერიკელი ვიზაჟისტი ემილი ქეით უორენი ამბობს, რომ ასეთი ლურჯი ყველაზე იდეალურად მუქ ყავისფერ თვალებს ესადაგება და ლურჯისა და ყავისფერის კონტრასტის ფონზე, გამოხედვას ძალიან მიმზიდველს ხდის. (Estée Lauder Pure Color Gelée Powder Eyeshadow in Fire Sapphire)



მეტალიკის ფერების გამოყენება შეიძლება შიშსაც კი გგვრიდეთ, მაგრამ ვიზაჟისტები გვარწმუნებენ, რომ თბილი, ნაზი მეტალიკის ჩრდილები, მცირედი ოქროსფერი ფონით, ყავისფერ თვალებს სხვანაირ ელვარებას ანიჭებს. (L'Oréal Paris 24 HR Infallible Eye Shadow in Eternal Sunshine)



მუქი, ჩამქრალი ლურჯი ჩრდილი დღის მაკიაჟისთვის კარგი არჩევანი ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი სამსახურში ტარებაც კი არ ჩაითვლება გადამეტებულ ძალისხმევად. ეს ფერი თვალებს იმავდროულად ზომიერად აცოცხლებს, გამოხედვის ზედმეტად დამძიმების გარეშე (Elizabeeth Arden Color Intrigue)

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები