წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჩვევები, რომლებიც მეტაბოლიზმს აფერხებს

ბლოგი:
აგვისტო 31, 2016
ავტორი Anika
ანიკას ბლოგში არაერთხელ გვისაუბრია იმ ფაქტორებზე, საკვებზე, ჩვევებზე თუ წესებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას , იგივე მეტაბოლიზმს, შესაბამისად ცხიმების წვას და ჯანსაღი წონის შენარჩუნებას თუ წონაში კლებას. დღეს ვისაუბრებთ იმ ყოველდღიურ მავნე ჩვევებზე, რომლებიც საპირისპიროდ, ხელს უშლიან გამართულ მეტაბოლიზმს და აფერეხებენ მას.

- საუზმის გამოტოვება.  ყველამ ვიცით, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია და ის უნდა იყოს საკმარისად ნოყიერი, რომ ენერგიით აავსოს ორგანიზმი. თუმცა, დაძაბული გრაფიკის გამო, ხშირად საუზმობას ვერც ვახერხებთ, ან უცებ შევჭამთ ისეთ რამეს, რაც ხელში მოგვხვდება: გადამუშავებულ ნახშირწყლებს, რაც ძალიან მალევე მოგვაშივებს. ღამით, ძილის დროს მეტაბოლიზმი ნელდება, ამიტომაც გამოღვიძებისთანავე, მნიშვნელოვანია, მალე მივიღოთ საკვები, რომ მეტაბოლიზმი ჩვეულ რიტმში ჩადგეს და ამუშავდეს. მოკლედ, საუზმე აუცილებლად უნდა მივირთვათ და ის უნდა იყოს მაქსიმალურად ცილოვანი და უჯრედისით მდიდარი.

- არჩევანს მეტწილად გადამუშავებულ, რაფინირებულ ნახშირწყლებზე ვაკეთებთ, როგორიცაა ფქვილის ნაწარმი და ტკბილეული. ასეთი საკვები ორგანიზმის მიერ სრაფად გადამუშავდება და შედეგად ძალიან მალევე ძლიერი დავრჩებით ენერგიის გარეშე და შიმშილის გრძნობა მოსვენებას არ მოგვცემს. ამიტომაც, საუკეთესოა, უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული მივირთვათ, რომელთა გადამუშავებაზეც ორგანიზმი საკმაო დროს ხარჯავს და რომელიც უფრო ხანჰრძლივად დაგანაყრებთ.

- არ ვიღებთ საკმარის საკვებს. რეალურად, კალორიები გვჭირდება საიმისოდ, რომ ორგანიზმმა ენერგია მიიღოს და მეტაბოლიზმის ფუნქციონირება არ დაირღვეს. ამიტომაც, თუ თქვენ ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს მიიღებთ, ეს იგივენაირად უარყოფითად იმოქმედებს თქვენს მეტაბოლიზმზე, როგორც ჭარბი საკვების მიღება - მეტაბოლიზმი უბრალოდ შეჩერდება. ამიტომაც, მიირთვით მცირე ულუფებად და ხშირ-ხშირად - დღეში 4-5 ჯერ.

- არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით ცილას და რკინას. ცილების მიღება საკმაოდ სენსიტიური საკითხია: ცილა გვესაჭირება ენერგიისთვის, ამიტომაც მისი მიღება ყოველდღიურად უნდა მოხდეს, საუკეთესო შემთხვევაში, ყოველ საკვების მიღებაზე, გარკვეული პროცენტი ცილაზე უნდა მოდიოდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ვარჯიშობს ან ვარჯიშის დაწყება აქვს გადაწყვეტილი. რკინით მდიდარი საკვების მიღება ასევე არანაკლებ მნიშჳნელოვანია: უცხიმო ხორცი, ისპანახი, ლობიო. რკინას კუნთებამდე მიაქვს ჟანგბადი, კუნთები კი, თავის მხრივ, ცხიმის წვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ამდენად, გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრების წესს და შეეცადეთ სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ მეტი სიჯანსაღისა და ლამაზი სხეულისთვის.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები