წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ცილებით მდიდარი საუზმე წონაში კლებაში გვეხმარება

ბლოგი:
დეკემბერი 05, 2018
ავტორი Anika
საუზმე რომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა და მას რომ უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი წონის რეგულირებაში, ეს ანიკას ბლოგის მკითხველებმა კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ თუ ყოველდღიურად დროულად ვსაუზმობთ და არ ვივიწყებთ დილის კვებას, ეს დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ხელს გვიწყობს წონაში კლებაში. თუმცა, ნებისმიერი ტიპის საუზმე, ამ შემთხვევაში, არ გამოდგება: თუ ზედმეტი კილოგრამების ჩამოკლება გვინდა, ასეთ დროს, არსებითად მნიშვნელოვანია, საუზმე მაქსიმალურად ცილოვანი იყოს. ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ცილები თავის ტვინს დღის განმავლობაში შიმშილის შეგრძნების რეგულირებაში ეხმარება. თანაც, კვლევები ადასტურებს, რომ თუ დილით ცილებით გაჯერებულ საუზმეს მივირთმევთ, შემდეგ, დღის განმავლობაში გაცილებით რაციონალურ და გონივრულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საკვებთან მიმართებაში.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური ცილოვანი საუზმე? ნუტრიციოლოგების რჩევით, ასეთი საუზმე ცილების მაქსიმალურ ოდენობასთან ერთად, ზომიერი რაოდენობით უნდა შეიცავდეს ცხიმებს და მცირე ოდენობით ნახშირწყლებს.

homemade-greek-yogurt

ერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს 2ც. კვერცხით,  25გრ. ყველით, 100 გრ. დაბალცხიმიანი ლორით და ნახევარი ავოკადოთი მომზადებული საუზმე. კვერცხს ავთქვეფთ, ცხელ ტაფაზე დავასხამთ, 1-2 წუთში ყველს და ლორს დავუმატებთ. რომ გამზადდება, თეფშზე ნახევარ ავოკადოს მივუდებთ და საუზმე მზადაა.

ცილებით მდიდარი საუზმის მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს 3 კვერცხით, ერთი მუჭა ისპანახით, 100-120 გრ. პომიდვრით და 30 გრ. დაბალცხიმიანი ყველით მომზადებული საუზმე. როგორც პირველ რეცეპტში, აქაც კვერცხის მომზადებით ვიწყებთ და მალევე ვამატებთ სხვა ინგრედიენტებს.

კიდევ ერთი საინტერესო ალტერნატივაა შვრიის საუზმე, მაწვნით, ჩიას მარცვლებით და მარწყვით (ან კენკრით). 40-45 გრ. შვრიას წყალთან ერთად რამდენიმე წუთი ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში მოვათავსებთ, რომ მოიხარშება ერთი სუფრის კოვზ ჩიას მარცვლებს დავუმატებთ (მე დაფქულ სელის თესლებს ვიყენებ), მარწყვს ან კენკრებს ცალკე დავჭრით და მაწონს დავუმატებთ და გემრიელი საუზმეც მზადაა.

დროებით,

ანიკა

მსგავსი ბლოგები