ბლოგი:
დეკემბერი 27, 2012
ავტორი Anika
ახალი გატაცება მაქვს: ციმბირული კოსმეტიკის შესწავლას მოვკიდე ხელი. უფრო სწორედ, გამოცდას. რუსული ბალახეულ-მცენარეული თავის მოვლის საშუალებები ყოველთვის დიდ ინტერესს აღძრავდა ჩემში. უფროსი თაობისგან გამუდმებით ის მესმოდა, თუ როგორი ეფექტურია, როგორი არაჩვეულებრივი ნატურალური საცხებია და რომ საერთოდ არ ღირს ძვირი. ამიტომაც, ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა და რომელიმე ხაზიდან პროდუქტები გამომეცადა.
არჩევანი tianDe-ს ბრენდზე შევაჩერე. ციმბირული კოსმეტიკაა, ახალი შემოსულია საქართველოში და უნდა გამოსცადოო, მირჩია მეგობარმა თეამ, რომელიც მუდმივად თმის ცვენას უჩივის და საამისოდ იდეალური შამპუნი ვერ შეურჩევია. ბევრი რამ სცადა, მაგრამ მისთვის სასურველი ეფექტი არცერთმა თმის მოვლის საშუალებამ მოუტანა. შემდეგ ვიღაცას tianDe-ს თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და ბალზამი ურჩევია და რამდენიმე მოხმარების შემდეგ შედეგით უკვე კმაყოფილი იყო.
თმის ცვენა თეას მსგავსად, მართალია, არ მაწუხებს, მაგრამ იდეალური კონდიციისთვის მაინც გადავწივიტე გამაჯანსაღებელი შამპუნ-ბალზამის შეძენა. არჩევანი ჟენშენის ფესვზე დამზადებულ ანტისტრესის შამპუნზე შევაჩერე, რომელიც თმებს ძალების აღდგენაში ეხმარება. ეს შამპუნი მსუბუქად ასუფთავებს თმას დათმის დაზიანებულ სტრუქტურას აღადგენს. გარდა ამისა, მისი მეშვეობით გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვა და დასუსტებული თმებისთვის ძალების აღდგენა და ბზინვარების დაბრუნება არის შესაძლებელი. შამპუნი ნებისმიერი ტიპის თმისთვის არის გამოსადები და მაქსიმალური ეფექტისთვის იმავე ხაზის ბალზამიც მოყვება. პროდუქციის შეფუთვამ არ დაგაბნიოთ - შამპუნის ბოთლის შიგნით თავად ჟენშენის ფესვი არის მოთასებული, რის გამოც შამპუნს სპეციფიური სურნელი აქვს. ბალზამი კი ნიღბებისთვის დამახასიათებელ დაბალ ქილაშია მოთავსებული.
მოკლედ, პირადი გამოცდილებით, ნამდვილად გირჩევდით ცდას - მგონია, რომ კმაყოფილი უნდა დარჩეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა