ბლოგი:
მაისი 17, 2013
ავტორი Anika
ძნელია სხვებისთვის რჩევების მიცემა მანიკურთან დაკავშირებით: ეს ისეთი საკითხია, სადაც უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და ყველას თავისი სამოქმედო არეალი აქვს. ვიცნობ ადამიანებს, რომელთან ურყევი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ჩვევას (უკვე ტრადიციად ქცეულს) არ ღალატობენ: ჩემი მეგობარი ნინა მხოლოდ წითელი ფერის ლაქს აღიარებს და ფერად-ფერად სიახლეებს დისტანციაზე, ნაკლები ინტერესით აკვირდება ხოლმე. მეორე მეგობარ თეოს კი დიდ ხანს ერთ კონკრეტულ ფერზე შეჩერება უჭირს და მუდმივად ახალი ექსპერიმტების ძიებაშია. ამიტომაც, უპირატესობას იმ ფრჩხილის ლაქებს ანიჭებს, რომლებიც მინიმალური შეფუთვით გამოდის - გული რომ არ დაწყდეს შემდეგ მალე მოყირჭების და მისი ნაადრევად თავიდან მოცილების გამო.
დღევანდელი პოსტიც, ალბათ, თეოს კატეგორიის მომხმარებელს დააინტერესებს - კონკრეტულად კი მათ, ვისაც ხშირად ცვალებადი განწყობების გამო დიდი მოცულობის, ხარისხიან ფრჩხილის ლაქში სოლიდური თანხის გადახდა ეთანაღრებათ ხოლმე. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის იდეალური შვეიცარული ბრენდის Mavala-ს წარმოებული ლაქებიც, რომლები მინიატურული ზომით, მოხერხებული ფუნჯით და ფერთა მდიდარი პალიტრით გამოირჩევიან.
ამ სეზონზე Mavala ახალ, ეგზოტიკურ კოლექციას გვთავაზობს სახელწოდებით Chili & Spice Color's. კოლექციაში შემავალი 6 ფერიდან თითოეული აფრიკის, ინდონეზიის, ინდოეთის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის კონკრეტული კუნძულის თუ ქალაქის სახელს ატარებს და ხასხასა, მჭახე ფერებით გამოირჩევა: მსუყე ლურჯი, იასამნისფერი, ვარდისფერი, ღია წითელი და ზურმუხტისფერი.
Christian Dior-ის კოსმეტიკური ხაზის შემოქმედებითი დირექტორის, ცნობილი ვიზაჟისტის ტიენის აზრით, ამ სეზონზე მნიშვნელოვანია, რომ ფრჩხილის ლაქი იდეალურად ესადაგებოდეს ტუჩის საცხის ფერს. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტეს და გამოუშვეს ახალი, ლიმიტირებული კოლექცია სახელწოდებით Dior Summer Mix Collection, რომელშიც ოთხი ნათელი ფერის კრემოვანი ტექსტურის "რუმიანა" იმავე ფერის ფრჩხილის ლაქთან არის შეხამებული. კოლექცია გაყიდვაში 17 მაისიდან გამოვა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა