ბლოგი:
მაისი 06, 2014
ავტორი Anika
რა ცოტა რამ გვყოფნის ქალებს ზაფხულში განწყობის ასამაღლებლად: მზე, ცოტა რუჯი, ფერად-ფერადი აბრეშუმები და იდეალურ ვარიანტში, შესაბამისი ფერადი პალიტრის ახალი მაკიაჟი. კოსმეტიკური ბრენდების ოპერატიულობასაც თუ გავითვალისწინებთ, რომლებიც სეზონიდან სეზონამდე საინტერესო სიახლეებით გვანებივრებენ, ამ მაგიური წრის შესაკრავად ბევრი ფიქრი არ დაგვჭრიდება. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი კოლექცია შემოგვთავაზა ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა კლარინსმა, რომლის შესახებაც დღევანდელ პოსტში მოგიყვებით.
დავიწყოთ იმით, რომ ახალი კოლექციისთვის ინსპირაცია ბრაზილიის კაშკაშა ღამის წვეულებები, ჯადოსნური სანაპიროები და მცხუნვარე მზე აღმოჩნდა და სახელიც შესაბამისად ეწოდა - Colors of Brazil. კოლექცია საკმაოდ ეკლექტურია და საოცრად მიმზიდველ ენერგეტიკას ატარებს. როგორია კლარინსის წლევანდელი ზაფხულის გოგონა? სახეზე მას თბილი ტონალობის, მსუბუქი რუჯი, თვალებზე კი გაბედული მაკიაჟი აქვს, აი, ტუჩები კი მსუყე ფერით აქვს დამშვენებული. ახალ ნაკრებში ამას გარდა, რამდენიმე წყალგამძლე პროდუქტია შესული, რომელიც მათთვისაა ზედგამოჭრილიმ, ვისაც მინიმალურ მაკიაჟთან განშორება ზღვის სანაპიროზეც კი არ შეუძლია. ახალ კოლექციაში სახისა და ტანისთვის იდეალური ტონის მისაცემი პროდუქტი, თვალის ჩრდილების კაშკაშა პალიტრა, წყალგამძლე წამწამების ტუში და თვალის ფანქარი და ტუჩის ბალზამ-ფანქარია შესული.
წამწამების წყალგამძლე ტუში Truly Waterproof Mascara შავ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი და წამწამებს მოცულობას მატებს. როგორც კოსმეტიკის შემქმნელები გვარწმუნებენ, ახალი ტუში 12 საათამდე ძლებს! გარდა ამისა, ტუში შემადგენლბაში შემავალი ზეითუნის ზეთი და პომერანცის ყვავილების ცვილი სათანადოდ იცავს წამწამებს წყლის, მზისა და მარილისგან.
ბრონზერი Colours of Brazil 2 სხვადასხვა ფერშია შექმნილი და ბრონზერის გარდა, სახის კანის დატენიანების ფუნქციასაც ითავსებს.
თვალის ჩრდილების კოლექციას ბრაზილიური ორნამენტი ამშვენებს და მასში ბეჟი, მარჯანისფერი, ღია და მუქი ყავისფერი და მკვეთრი ლურჯი ჩრდილებია მოთავსებული.
რაც შეეხება ტუჩემის ბალზამ-ფანქარს Crayon Baume Levres, ის 6 ფერშია წარმოდგენილი და კრემისებური ტექსტურა და საოცრად მადისაღმძვრელი სურნელი აქვს. მის შემადგენლობაში შემავალი მანგოს, გარგარის და კარიტეს ზეთები კი თქვენს ტუჩებს კარგად კვებავს და იცავს.
ფერად-ფერად ზაფხულს გისურვებთ!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა