ბლოგი:
ივლისი 25, 2013
ავტორი Anika
ბევრისთვის საყვარელ ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკურ ბრენდს The Body Shop ახალი სერია აქვს: მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებები ინგლისური გვირილის ექსტრაქტით. ეთერზეთებზე დამზადებულ ახალ ხაზში ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლისთვის შეიძლება გამწმენდი საშუალების გამოძებნა: აქ მდგრადი მაკიაჟის მოსაცილებელ ტონიკსაც შეხვდებით, თვალის ირგვლივ და ტუჩებზე მაკიაჟის მოსაცილებელ რძესაც და გამწმენდ ზეთსაც. ეს უკანასკნელი ორი განსხვავებული შეფუთვითაა წარმოდგენილი: თხევადი ვერსია დოზატორიან ფლაკონშია მოთავსებული და ექსპრეს გაწმენდისთვის იდეალურია, ხოლო მყარ, მეტალის ქილაში მოთავსებული კი სრულყოფილი გაწმენდის რიტუალისთვისაა ზედგამოჭრილი, როცა სახის მასაჟისთვისაც 2-3 თავისუფალი წუთი გაქვთ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამკურნალო თვისებების მქონე გვირილების მოყვანა (რომელსაც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს) საგანგებოდ The Body Shop-ისთვის ეკოლოგიურად იდეალურ პირობებში, ინგლისის აღმოსავლეთით, ნორფოლკის საგრაფოში ხდება.
იაპონური ბრენდი Shiseido კი სპეციალურად ახალგაზრდა და აქტიური მომხმარებლებისთვის ახალ ხაზს ქმნის, რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში. თუ თქვენ 25-34 წლამდე ასაკობრივი კატეგორიას განეკუთვნებით და არც უძილო ღამეები და ღამის წვეულებებია თქვენთვის უცხო რამ, მაშინ iBUKI-ს (ასე ქვია ახალ ხაზს, რომელიც იაპონურ ენაზე “შინაგან ძალას” ნიშნავს) ხაზის გამოცდას გირჩევთ. iBUKI სწორედ იმ პრობლემებს ებრძვის, რომლებიც ამ ასაკში გაუწყლოვანებული კანის, გაფართოებული ფორების და დასუსტებული ცხიმოვანი ბარიერის სახით გვხვდება. ხაზში შემავალი 7 გამწმენდი და დამნამავი პროდუქტი იუძუს თესლის ექსტაქტზეა დამზადებული - ციტრუსოვანთა ეს სახეობა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს.
Clinique-ის ლეგენდარული დამნამავი საცხი (“ყვითელი კრემის” სახელით რომ არის ცნობილი) კი განახლებული, კიდევ უფრო ეფექტური შემადგენლობით გამოვა მალე. მზესუმზირას მარცვლების, ქერის და კიტრის ექსტრაქტების კომპლექსი კანის დამცავ ბარიერს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და სიმკვრივეს მიანიჭებს მას. საცხის ახალი ვერსია წინამორბედის მსგავსად, არ შეიცავს ცხიმებსა და ზეთებს და ახლა უკვე ორჯერ უფრო ძლიერად დაატენიანებს კანს, ვიდრე ის ამას აქამდე ახერხებდა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა