We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ცნობილი მოდელების კვების და დიეტის საიდუმლოებები

_from blog_:
_August_ 02, 2015
_by_ Anika
როდესაც საქმე ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებას ეხება, საზოგადოება ყოველთვის ყურებდაცქვეტილი ეწაფება ასეთი ინფორმაციის მოსმენას. მათი ყოველდღიურობიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესის ობიექტი სწორედაც რომ ის ცხოვრების წესია, რომელსაც ასეთი ადამიანები ირჩევენ: ჯანსაღი ცხოვრების წესის საიდუმლოებები, ის დეტალები, რომელთა დამსახურებითაც ვარსკვლავები იდეალური ფორმების შენარჩუნებას ახერხებენ, ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის ერთ-ერთი ფავორიტია. მოკლედ, დღეს რამდენიმე ცნობილი მოდელის კვების წესის და დიეტის დეტალების შესახებ მოგიყვებით, იქნებ ჩვენთვისაც იყოს რამე საინტერესო და გამოსადეგი.

ავსტრალიელი სუპერმოდელი მირანდა კერი თავის დახვეწილ პროპორციებს საკუთარ დისციპლინას უმადლის. როგორც თავად ამბობს, მისი ყოველდღიური რაციონი მაქსიმალურად შეიცავს ბოსტნეულსა და ხილს, ძირითადად კი ყველაზე ხშირად ისპანახს, ავოკადოს, ბევრ ფოთლოვან ბოსტნეულს და ბროკოლის მიირთმევს.

20 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი საკუთარ ჯანსაღ სხეულს საკმაოდ გავრცელებულ კვების რეჟიმს მიაწერს, რომლის მიხედვითაც კვირაში 6 დღე წესების სრული დაცვით იკვებება (ხილი, ბოსტნეული, ჯანსაღი ცხიმები, ცილები და არავითარი საკონდიტრო ნაწარმი) , ხოლო ერთი დღე თავს აძლევს უფლებას აკრძალული საკვები დააგემოვნოს: მაგალითად, პიცა, კრემიანი ნამცხვარი, ჰამბურგერი.

315@415@8e7276605c22187a9032b304d30d8e78-ZDNlNDc0N2YxMQ

28 წლის ბრიტანელი მოდელი როუზი ჰანტინგტონ-უაითლი ქალაქგარეთ, ფერმაში გაიზარდა და სწორედ იქ განმტკიცებულ ჯანსაღ კვების რაციონსა და სისტემატურ ფიზიკურ ვარჯიშებს უმადლის მისი სხეულის მდგომარეობას. დიეტას, როგორც ასეთი, მოდელი არ იცავს, თუმცა სისტემატურად დადის სატრენაჟორო დარბაზში, დარბის და როცა საჭიროება უცებ რამდენიმე კილოგრამის დაკლებას თხოვს, რაციონიდან სრულად იღებს ნახშირწყლებს და შაქარს.

34 წლის ბრაზილიელ სუპერმოდელ ადრიანა ლიმას ფორმის შენარჩუნებაში ბოქსი და სახტუნაო თოკით ხტომა ეხმარება. როგორც თავად მოდელი ამბობს, კვების რაციონსაც არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და დღის განმავლობაში ცდილობს მიირთვას მცირე ულუფები და ხშირ-ხშირად და მაქსიმალურად სასარგებლო და ჯანმრთელი საკვები მიიღოს.

ცნობილი რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა კი სისხლის ტიპის მიხედვით შერჩეული კვების რაციონის მიდევარი ყოფილა. მისი თქმით, ასეთი რეჟიმი მისთვის ყველაზე ოპტიმალურია, ვინაიდან შესაძლებლობა აძლევს გაარჩიოს კონკრეტულად მისთვის სასარგებლო, მავნებელი და ნეიტრალური პროდუქტები და შეარჩიოს საკვების ისეთი კომბინაცია, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან განთავისუფლებაში და ზედმეტი ცხიმების დაგროვების პრევენციაში დაეხმარება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_