- თუ საკმარისი დრო აქვს, უპირატესობას ინტენსიურ ვარჯიშებს ანიჭებს. თავდაპირველად, 20 წუთი შესვენების გარეშე დარბის, შემდეგ ბოქსის ვარჯიშითაა დაკავებული და ამის შემდეგ, ჰანტელების სავარჯიშოებზე გადადის. ვარჯიშების დიდი ნაწილი პრესის და დუნდულოების სავარჯიშოებზე მოდის. პირამცვზცხჯცჯკხაგჯგა„ჯგჯ დ ინსტრუქტორთან ერთად, ვარჯიშების ციკლს ხშირად ცვლის: ასე ნაკლებ მოსაბეზრებელიცაა და უფრო ეფექტიანი, ორგანიზმი რომ არ შეეჩვიოს ერთსა და იმავეს. ვარჯიშს ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობს.
- საიმისოდ, რომ ვარჯიშისგან მაქსიმუმი შედეგი მივიღოთ, ჩვენც შესაბამისად მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ მასში. ბელა საკუთარი სხეულის რესურსების 100%-ით გამოყენებას გვირჩევს: აზრი არ აქვს ორსაათი ვარჯიშის წამოწყებას, თუ თქვენ მხოლოდ სანახევროდ გაქვთ მზაობა. განწყობას და მოტივაციას ძალიან დიდი გავლენა აქვს თვითშეფასებაზე, ამიტომაც, დაიხარჯეთ ბოლომდე!
- ჰადიდის ტრენერი გვირჩევს, რომ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ 7-10 წუთი დავუთმოთ გაწელვებს, რაც კუნთების მოდუნებაში და მათ სათანადოდ მომზადებაში დაგვეხმარება. ვარჯიშის შემდეგ კი აქტიურად ყოფნა არის რეკომენდებული, ვინაიდან ასე სისხლის მიმოქცევის სტიმულირება ხდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ფიზიკური დატვირთვის შემდგომ აღდგენას.
- ვარჯიშის დაწყებამდე ბელა სმუზის, წვენის ან პროტეინის კოქტეილის დალევას გვრიჩევს, ვარჯიშის შემდეგ კი ცილოვანი საკვებით წახემსებას - არჩევანი შეგიძლიათ ქათამზე ან ბრინჯზე შეაჩეროთ.