რას ნიშნავს მეტაბოლური სინდრომი? ექიმები ასე განმარტავენ ამ მდგომარეობას: არასწორი ცხოვრების რეჟიმის და ნახშირწყლებით გაჯერებული კვების გამო, უჯრედები ინსულინის აღქმის უნარს კარგავენ, რის შედეგადაც ვერ ხდება გლუკოზის მიღება, რომელიც რეალურად ინსულინის ათვისებაზეა პასუხისმგებელი. ორივე ნივთიერება - ინსულინი და გლუკოზა - ჭარბი რაოდენობით გროვდება სისხლში ისე, რომ უჯრედებში გადასვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ. დროთა განმავლობაში, ეს დისბალანსი კიდევ უფრო მკვეთრი ხდება და მთელ რიგ დარღვევებს - მეტაბოლურს და ჰორმონალურს - იწვევს. ამ ყველაფრის შედეგად ხდება ზოგადი განწყობის გაუარესება, ჩნდება ჭარბი წონა, სუნთქვის უკმარისობა, წნევის მძაფრი ცვალებადობა, ხშირი თავის ტკივილები.
მოკლედ, როგორ უნდა მოვიქცეთ საიმისოდ, რომ ზემოთ აღწერილ კონდიციამდე არ მივიდეთ? მოდით, მოვისმინოთ ექიმების რჩევები.
1. დაბალანსებული კვება უმთავრესი წინაპირობაა წონის სტაბილიზაციისა და ნორმალური განწყობისთვის. ამიტომაც, პირველ რიგში, უნდა გადავხედოთ საკუთარ კვების რაციონს: არავითარი შიმშილი და 500-კკალ-დღეში დიეტები. ყოველდღიურად უნდა მივირთვათ ხილი და ბოსტნეული, უპირატესობა მივანიჭოთ რთულ ნახშირწყლებს (ბურღულეული, პარკოსნები, სახამებლის შემცველი ბოსტნეული): ისინი მეტი ხნით და ჯანსაღად დაგვანაყრებენ.
2. ფიზიკური აქტივობა უმიშვნელოვანესია. სისტემატურად ვარჯიში, სირბილი შეძლებისდაგვარად, ჰაერზე სიარული, ლიფტის ნაცვლად კიბეების არჩევა - ეს ყველაფერი ჯამში საგრძნობლად დაგვეხმარება მეტაბოლური სინდრომის თავიდან აცილებაში.
3. სიგარეტზე და ალკოჰოლზე უარის თქმა. თუ ერთი ხელის მოსმით ვერ ახერხებთ ამ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მათი მოხმარება, ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეამცირეთ რაოდენობა.
4. სტრესის შეძლებისდაგვარად შემსუბუქება. ყოველდღიური სტრესული სიტუაციები, რასაც სამსახურში თუ ოჯახურ პირობებში ვაწყდებით, მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და დროთა განმავლობაში ზრდის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკს. ამიტომაც, მაქსიმალურად შეეცადეთ ძილის წინ ცოტა ხანი მაინს ჰაერზე გაისეირნოთ ფეხით, მიირთვით მცენარეული ჩაის ნაირსახეობები, გაიკეთეთ ანტი-სტრესის ტიპის მასაჟები.