ბლოგი:
აგვისტო 07, 2013
ავტორი Anika
რამდენჯერ გსმენიათ ან წაგიკითხავთ შეგონება იმის თაობაზე, რომ წონაში თუ გინდათ დაკლება, ცხიმიან საკვებზე უნდა თქვათ უარი. ან თუნდაც ის, რომ ცხიმიანი საკვები თქვენი ორგანიზმისთვის მავნებელია. დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამის დასადასტურებლად, დღევანდელ პოსტში რამდენიმე ისეთ ცხიმიან პროდუქტს გაგაცნობთ, რომლებიც არათუ არ ვნებენ თქვენს ჯანმრთელობას, არამედ პირიქით - მათი ზომიერად და სისტემატურად მიღება რეკომენდირებულიც კი არის.
ზეითუნის ზეთი - ზეთისხილისგან მიღებული ეს ზეთი მდიდარია სიმსივნესთან მებრძოლი პოლიფენოლებით და გულსისხლძარღვოვანი სისტემის გამაძლიერებელი მონოგაჯერებული ცხიმებით. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზეითუნის ზეთით მდიდარი დიეტის შედეგად პაციენტებს ორგანიზმში ადიპონექტინის მაღალი დონე ჰქონდათ. ადიპონექტინი ის ჰორმონია, რომელიც ჩვენს ორგანიზში ცხიმის დაშლაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ორგანიზმში მისი მაჩვენებელი, მით უფრო დაბალია თქვენი BMI (სხეულის მასის ინდექსი).
ქოქოსი - ქოქოსი დიდი რაოდენობით შეიცავს გაჯერებულ ცხიმს, მაგრამ ამ ცხიმის ნახევარზე მეტი ლაურინის მჟავიდან მომდინარეობს - ეს უნიკალური ცხიმია, რომელიც ბაქტერიებს ებრძვის და ორგანიზმში ქოლესტერინის მაჩვენებელს ადაბლებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადასტურდა, რომ ქოქოსის ზეთის კვების რაციონში ჩართვა მუცლის არეში არსებულ ჭარბ წონას ამცირებს. ქოქოსის უშაქრო ფანტელები შეიგიძლიათ იოგურტს ან მაწონს მოაყაროთ ან ქოქოსის რძე ბოსტნეულის მოთუშვისას გაურიოთ.
შავი შოკოლადი - ტკბილეულის მოყვარულებს გაგვიმართლა ამ ჩამონათვალში შავი შოკოლადის მოხვედრით. ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის მამაკაცები, რომლებიც საკვების მიღებამდე 2 საათით ადრე 100 გრამ შავ შოკოლადს მიირთმევდნენ, 17% ნაკლებ კალორიას ითვისებდნენ შემდგომ მიღებული საკვებიდან. საქმე იმაშია, რომ ვინაიდან შავი შოკოლადი სუფთა კაკაოს კარაქს შეიცავს, სწორედ ამის გამო ის საკვების მონელების პროცესს ანელებს. ამ გახანგრძლივებული მონელების პროცესის შესაბამისად შიმშილის გრძნობაც გაცილებით გვიან დგება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა