ბლოგი:
აგვისტო 13, 2016
ავტორი Anika
შვილები ვისაც გყავთ, D ვიტამინის წვეთები თქვენთვის უცხო არ იქნება: 2 წლის ასაკამდე ბავშვს ყოველდღიურად ამ ვიტამინის სავალდებულო დოზა ეკუთვნის რაქიტის საპრევენციოდ. ამის შესახებ ყველამ ვიცით, თუმცა D ვიტამინის საჭიროება უფროსებსაც გვაქვს, რის აუცილებლობაზეც ასე ხაზგასმით ნაკლებად თუ საუბრობენ, მეტწილად მზის სხივების საშიშროებაზე და მისგან დაცვაზე გვესაბრებიან. ამ თემაზე არაერთი მითი არსებობს, რომელთა სინამდვილე უმჯობესია, დროზე გავარკვიოთ.
მითი N1. მზეზე გატარებული რამდენიმე წუთი სრულიად საკმარისია D ვიტამინის საჭირო დოზის მისღებად. სამწუხაროდ, ეს შორსაა სინამდვილისგან. ორგანიზმმა D ვიტამინის აუცილებელი ოდენობა რომ მიიღოს, კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთი საათი უნდა გავატაროთ მზეზე, მზისგან დამცავი საცხების და ზეთების გარეშე. ქალებისთვის ყოველდღიური დოზა 70 წლის ასაკამდე 600 სე-ს შეადგენს.
მითი N2. D ვიტამინი არ მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. ესეც მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან D ვიტამინი კანში სინთეზს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ახდენს. ზოგადად, უჯრედების დაბერებას ამ პროცესის 75%-ით დაქვეითებამდე მივყავართ, რაც კარგი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ამ ვიტამინის ოპტიმალური რაოდენობა კანის სიმკვრივეს, კოლაგენის გამომუშავებას, კანის ჯანსაც მბზნვარებას და ნაოჭების პრევენციას უწყობს ხელს.
მითი N3. ყველა ვიტამინის მიღება შესაძლებელია კარგად შერჩეული საკვები პროდუქტებით. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი თუ რა საკვებს ვიღებთ, თუმცა იმ პროდუქტების ჩამონთვალი, რომლებიც D ვიტამინს შეიცავს, საკმაოდ მწირია: ცხიმიანი თევზის სახეობები, ღვიძლი, საქონლის ხორცი. თუმცა, მათი ყოველდღიურად და დიდი რაოდენობით მიღება ნაკლებად ჯანსაღი ალტერნატივაა. ამიტომაც, დიეტოლოგები დღეში ერთხელ შრატის ცილის შემცველი რძის პროდუქტების მირთმევას გვირჩევენ. ყველაზე ოპტიმალური და უსაფრთხო არჩევანი კი საკვები დანამატებია ამ შემთხვევაში.

მომდევნო პოსტამდე,
ანიკა