ბლოგი:
მარტი 31, 2016
ავტორი Anika
დეპრესია, უგუნებობა, სიმსივნის განვითარების მომატებული რისკი - D ვიტამინის ნაკლებობა, ექიმების თქმით, ამ რამდენიმე და კიდევ არაერთი სხვა პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენი კვება დაბალანსებული იყოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი საჭირო ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მივიღოთ. დღევანდელ პოსტში ამ ვიტამინის ნაკლებობასთან დაკავიშირებულ რამდენიმე საინტერესო სამედიცინო/სამეცნიერო ფაქტს გაგაცნობთ.
კვლევების თანახმად, ჭარბი წონის მქონე ადამიანებს 35%-ით მეტი შანსი აქვთ D ვიტამინის ნაკლებობის განვითარების, ვიდრე ჯანსაღი წონის ადამიანებს. ახსნა ამ ყველაფერს ასეთი აქვს: ჭარბი წონა ამცირებს ადამიანის ორგანიზმის მიერ მზის სხივებიდან და საკვები პროდუქტებიდან D ვიტამინის ათვისების უნარს, ვინაიდან ცხიმოვანი უჯრედები ვიტამინებს "აკავებენ" და არ აძლევენ მათ სათანადოდ ფუნქციონირების შესაძლებლობას.
ამას გარდა, გარკვეული კვლევების მიხედვით, ექიმები ამტკიცებენ, რომ ჭარბი წონის და D ვიტამინის ნაკლებობის არსებობა ერთობლივად ზრდის დიაბეტის და სხვა ენდოკრინული დარღვევების განვითარების რისკს.
2009 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც გამოკვეთილად დაბალი რაოდენობით აქვთ D ვიტამინი, სამჯერ მაღალია გულსისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკი. თუმცა, ექიმები ვერც იმას ამტკიცებენ, რომ D ვიტამინის საჭირო რაოდენობით მიღება, რამდენად ამცირებს ასეთი დაავადებების გაჩენის ალბათობას.
რიგი კვლევების თანახმად, ორსულებში D ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა ნაადრევი - 37 კვირამდე - მშობიარობის ერთ-ერთი რისკფაქტორი იყოს.
D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თმის ჯანსაღად შენარჩუნებაში, ამიტომაც მისი ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი გახდეს. რეალურად, ეს ვიტამინი თმის მოსვენებული ფაზიდან ზრდის ფაზაში გადასვლას უწყობს ხელს.
ატოპური დერმატიტის (ეგზემის ერთ-ერთი ფორმა) მქონე ბავშვებში D ვიტამინის დაბალი დონე ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს. ნორვეგიაში ასეთი კვლევა ჩაატარეს: ეგზმის მქონე ბავშვი-პაციენტები 4 კვირით სუბტროპიკულ კუნძულზე წაიყვანეს, შედეგად 3 თვის განმავლობაში ბავშვებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და გაცილებით ნაკლებ აწუხებდათ დაავადებასთან დაკავიშირებული უსიამოვნო გარემოებები.
და ბოლოს, D ვიტამინის საჭირო რაოდენობით არსებობა ორგანიზმში ღრძილების და პირის ღრუს სხვა დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა