We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

დაამატეთ კურკუმა თავის მოვლის პროცედურებში

_from blog_:
_June_ 06, 2016
_by_ Anika
კურკუმა, რომელსაც ინდოეთში ათასწლეულების განმავლობაში წარმატებით მოიხმარდნენ განსაკუთრებული გასტრონომიული თუ სამკურნალო თვისებების გამო, დასავლეთის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოდური აღმოჩენაა. Turmeric - ასე ეწოდება ინგლისურ ენაზე სანელებელს, რომელსაც ბუნებრივად ანტისეპტიური, ანთებისსაწინააღმდეგო და ფერის დამაბალანსებელი თვისებები აქვს, დასავლეთში მისი პოპულარობა კი მასში ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობამ განაპირობა. დღეს მას უკვე ჯანსაღ სმუზებში დამატების გარდა, თამამად მოიხმარენ უკვე როგორც კოსმეტიკურ ინგრედიენტს.

კურკუმას ანთებისსაწინააღმდეგო თვისებების გამო, მას მეტწილად კანზე აკნეს ან როზაცეას სამკურნალოდ იყენებენ. ამას გარდა, მას კანის ნაადრევი დაბერების საპრევენციოდაც გამოიყენებენ, ვინაიდან კურკუმაში შემავალი ვიტამინები უჯრედების რეგენერაციას და კოლაგენის წარმოქმნას უწყობენ ხელს. კურკუმას ექსტრაქტი ტეტრაჰიდროკურკუმინოიდის (ენის გასატეხია!) სახელითაა ცნობილი და მას კანის ზედაპირზე არსებული თავისუფალი რადიკალების დათრგუნვა შეუძლია, რის შედეგადაც კანი დაცულია ულტრაიისფერი სხივების და გარემოს მავნე ფაქტორების დაზიანებისგან.

Screen shot 2016-06-08 at 12.48.42 PM

აკნეს შემთხვევაში, მარტივი ნიღაბი შეგიძლიათ მოამზადოთ: მწიკვი დაფქული კურკუმა დავუმატოთ ერთ სუფრის კოვზ დაჭყლეტილ ბანანს და კარგად ავურიოთ. წავისვათ გასუფთავებულ კანზე, 5-10 წუთი გავიჩეროთ და ნელთბილი წყლით ჩამოვინაბოთ.

ლაქების, პიგმენტაციის და მელაზმას გასაფერმკრთალებლად შეიძლება შემდეგი ნიღბის მომზადება: ერთი ჩ.კ. ყავისფერი შაქარი, 1 ჩ.კ. პომიდვრის წვენი, 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1/8 ჩ.კ. კურკუმას ფხვნილი ავურიოთ და დავასხათ იმ რაოდენობით თბილი მწვანე ჩაი, რომ ეს ყველაფერი ნიღბის კონსისტენციამდე მივიდეს. 12-15 წუთით გავიჩერებთ და შემდეგ ჩამოვიბანთ.

სახეზე არსებული შეშუპების ჩასაცხრობდ ნიღაბი შემდეგნაირად მზადდება: ერთ სუფრის კოვზ მაწონს, 1/2 ჩ.კ. კურკუმას და 1 ჩ.კ. წვრილად დაჭრილ ოხრახუშს კარგად ავურევთ და წავისვამთ სახეზე. დავიტოვებთ 10 წუთი და შემდეგ თბილი, წყლიანი ნაჭრით ჩამოვიბანთ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კურკუმას ფხვნილი უნდა იყოს ორგანული, ვინაიდან არაორგანულ შეფუთვაში შეიძლება ისეთი მინარევი აღომჩნდეს, რომელიც სახის კანს არასასურველ ყვითელ შეფერილობას მიანიჭებს. ასე, რომ არჩევანი ორგანულ პროდუქტზე შეაჩერეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_