ბლოგი:
იანვარი 23, 2013
ავტორი Anika
დასავლური კულტურებისგან განსხვავებით, აზიაში ეთერზეთები გამოყენება საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ბევრ სხვა თერაპიულ დანიშნულებასთან ერთად, ეთერზეთები ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო დამხმარეა ძილის პრობლემების მოგვარების საქმეში.
ეთერზეთების არჩევისას, შეიძინეთ მხოლოდ ისეთები, რომლებიც სასიამოვნო შეგრძნებას გგვრით, ვინაიდან რაც არ უნდა აღმაფრთოვანებელი აღწერილობა ჰქონდეს კონკრეტულ ეთერზეთს, თუ მისი სურნელი თქვენთვის უსიამოვნოა, ნაკლებია იმის შანსი, რომ მან სასურველი შედეგი მოიტანოს.
დღეისთვის ბაზარზე ეთერზეთების შეძენა ათასგვარი სხვადასხვა დასახელების ბრენდის სახით არის შესაძლებელი და მათგან მხოლოდ ნაწილი არის თერაპიული ხარისხის (Therapeutic Grade). თუ ზეთს თერაპიული ხარისხი არ გააჩნია, მაშინ ის, როგორც წესი, უცხო მინარევებს შეიცავს, რიგ შემთხვევებში, სინთეტურსაც კი. ერთი და იმავე ტიპის ზეთის ფასი შესაძლოა საგრძნობლად განსხვავდებოდეს, რასაც განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: მცენარის რომელი ნაწილია გამოყენებული, რა მეთოდითაა ზეთი გამოხდილი, რამდენად რთულია მცენარის მოვლის პროცესი, რა ტიპის შეფუთვა არის გამოყენებული, არის თუ არა ეს მცენარე ბიოლოგიურად დაბინძურებელი და ა.შ.
დღევანდელ პოსტში კონკრეტულად სარელაქსაციო და ძილის მომგვრელ რამდენიმე ეთერზეთზე მინდა მოგიყვეთ.
ლავანდას ეთერზეთი (Lavendula) ყველაზე პოპულარულია ამ კატეგორიაში და სხვებთან შედარებით ნაკლებად ძვირადღირებული, ვინაიდან ესენციისთვის მთლიანი მცენარის გამოყენება არის შესაძლებელი. ლავანდის ეთერზეთების არჩევანი საკმაოდ დიდია, ასე რომ, სპეციალისტები გვირჩევენ, არომატის მხრივ ჩვენთვის ყველაზე მისაღები ვერსია შევარჩიოთ.
ნეროლის ეთერზეთს (Citrul aurantium amara) ქრონიკურლი უძილობის, სტრესის და მწუხარების დროს გამოიყენება. ნეროლის ეთერზეთი ტკბილი და მწარე ფორთოხლის ხის ყვავილებისგან მიიღება.
პაჩულის ზეთს (Pogostemon cablin) საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებდნენ მედიტაციისა და გონების გაწმენისათვის. ამ ეთერზეთს ტკბილი მუშკის არომატი აქვს.
მუსკატის ტიპის სალბი (Salvia sclarea) სედატიური მოქმედებისაა და მას უძილობის, დაძაბულობის და ნერვული აღგზნებადობის დროს იყენებენ.
კედრის ხის ეთერზეთი (Cedrus atlantica) დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მას ტკბილი და ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს და ხშიტად ლავანდასთან ან როზმარინთან ურევენ ხოლმე ახალი ზეთის მისაღებად. იმის გამო, რომ ეს ზეთი სხვადასხვა ტიპის კედრისგან მიიღება, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციას შეიძლება განსხვავებული სურნელი ჰქონდეს.
და ბოლოს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი კატაბალახა (Valeriana fauriei), რომელსაც მშვიდი ძილისთვის, რელაქსაციისთვის და დასამშვიდებლად გამოიყენებენ ჯერ კიდევ ჰიპოკრატის დროიდან მოყოლებული.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა