We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

დამატენიანებელი საკვები

_from blog_:
_January_ 29, 2015
_by_ Anika
არაფერი მოგესმათ: არც დამატენიანებელ სახის კრემზე და არც სხეულის დამატენიანებელ ლოსიონებზე არ ვაპირებ საუბარს - დღევანდელ პოსტში იმ პროდუქტებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ორგანიზმს ატენიანებენ. და თუ თქვენ თქვენს დღეში-2-ლიტრი-წყლის-დალევა ოქროს წესს დამატებით ამ პროდუქტებსაც მიაშველებთ, მაშინ თქვენი ორგანიზმი და შესაბამისად, თქვენი კანი ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით.

1. კიტრი - კიტრი 90%-ზე მეტად წყლისგან შედგება, თუმცა წყლის გარდა ის C ვიტამინითაც მდიდარი პროდუქტია.

l_1756_green-salad-pomegranate-seeds

2. მწვანე სალათის ფოთოლი - მათი უდიდესი ნაწილი 94%-ით წყლისგან შედგება, ადვილად განაყრებთ მინიმალური კალორიების ხარჯზე.

3. ქათმის ბულიონი - გარდა იმისა, რომ ეს გაციების დროს უებარი წამალია, ქათმის ბულიონის ერთი ჭიქა იმავდროულად 840 მლ. ნატრიუმს შეიცავს, რაც ბულიონის წვენის შენარჩუნებაში გვეხმარება.

71_1319818771

4. ბადრიჯანი - ამ ბოსტნეულს წონაში კლებისთვის საჭირო არაერთი ინგრედიენტი გააჩნია: ის მდიდარია წყლით და უჯრედისით და ძალიან მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს.

5. ვაშლის პიურე -  ამ შემთხვევაში ქარხნული პიურეებისგან თავი შეიკავეთ, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი დამატებით შაქარს შეიცავენ და დასჯერდით სახლში, ბუნებრვი პირობებში მომზადებულ პიურეს.

6. ყაბაყი - ეს ყველაზე დამატენიანებელი საკვებია ბოსტნეულის კატეგორიაში. ერთი ულუფა დაახლოებით 25 კკალ-ს შეიცავს და ფოლიუმის მჟავის, A და C ვიტამინების და კალიუმის არაჩვეულებრივი წყაროა.

Watermelon WIDE

7. საზამთრო - რიგი კვლევები აჩვენებენ, რომ ზოგ პროდუქტში არსებული მარილების, მინერალების და ბუნებრივი შაქრის კომბინაცია ძალიან ეფექტიანად ატენიანებს ორგანიზმს. 92%-ით წყლისგან შემდგარი საზამთრო ამ სიკეთესთან ერთად შეიცავს ასევე კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს და ნატრიუმს.

product_bellpeppers2

8. საზამთროს მსგავსად, ბულგარული წიწაკაც 92%-ით წყლისგან შედგება და მდიდარია C ვიტამინით, B6, B1 ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავით.

9. ანანასი და მსხალი ასევე არაჩვეულებრივი არჩევანია ბუნებრივად ორგანიზმის დასატენიანებლად. თანაც, ორივეს საკმაოდ ტკბილი და არომატული გემო აქვს - ასე, რომ სასარგებლოსთან ერთად ფრიად სასიამოვნოც არის ამ ხილით პირის ჩატკბარუნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_