ბლოგი:
თებერვალი 12, 2014
ავტორი Anika
დარიჩინის ხსენებაზე ჩემნაირ მსუნაგებს და ტკბილეულის მოყვარულებს ალბათ, პირველ რიგში, დარიჩინიანი ორცხობილები გაგახსენდებათ: ფხვიერი, თავბრუდამხვევად სურნელოვანი და შეგრძნებების გამომაფხიზლებელი მაგიური დესერტი. მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ - დღეს ორცხობილებზე საუბრის ნაცვლად, დარიჩინის სხვა სიკეთეზე მინდა გესაუბროთ. კერძოდ, იმაზე მოგიყვებით, თუ როგორ იყენებენ ამ ეგზოტიკურ სუნელს წონაში დასაკლებად.
ზოგადად, დარიჩინი საკვები ბოჭკოებით არის მდიდარი, რაც ორგანიზმის ზედმეტი სითხისგან და ტოქსინებისგან გაწმენდაში უწყობს ხელს. ეს არომატული სანელებელი ზემოთქმულთან ერთად, ქოლესტერინის დონის დარეგულირებას და სისხლში შაქრის ნორმალიზაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, დარიჩინი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და ეფექტურად თრგუნავს მადას.
კულინარიული და განსაკუთრებით საკონდიტრო გატაცებების მოყვარულებს, დარიჩინის ჩხირები აუცილებლად გექნებათ სამზარეულოში შემონახული. თუ არა, მაშინ გირჩევთ რამდენიმე ასეთი ჩხირი მოიმარაგოთ - ისინი ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევენ ზედმეტი კილოგრამების დაკლების საქმეში.
მადის შესამცირებლად ხშირად დარიჩინის ეთერზეთს იყენებენ: საკვების მიღების წინ ღრმად შეისუნთქავენ ასეთ ეთერზეთს ცალი ნესტოთი ისე, მეორე ნესტო დახურული აქვთ. რიგრიგობით, თითოეული ნესტოთი 3 ღრმა შესუნთქვა უნდა გააკეთოთ, ეს პროცედურა კი დღეში 5-10 ჯერ გაიმეოროთ.
თუ თქვენ მასაჟებს პერიოდულად მიმართავთ, მაშინ გასახდომი მასაჟების რიტუალში დარიჩინი უნდა დაამატოთ ახალ ინგრედიენტად. ამისთვის დარიჩინის ზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ მასაჟის ზეთში თუ კრემში და 5-7 წუთის განმავლობაში შეიზილეთ სხეულის ყველაზე პრობლემურ ნაწილებში. ამის შემდეგ, კონტრასტული შხაპი იდეალური იქნებოდა.
ახლა კი მოგიყვებით, როგორ მოვამზადოთ სასმელი, რომელიც წონაში დაკლებაში მოგეხმარებათ. ამისთვის 250 გრამი კეფირი, 0.5 სუფრის კოვზი დარიჩინი, 0.5 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული კოჭა და ერთი მწიკვი წითელი პილპილი დაგჭირდებათ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და შემდეგ დალიეთ. საუკეთესო შედეგისთვის უმჯობესი იქნება ვახშამი ამ სასმელით ჩაანაცვლოთ. ხანგრძლივობას რაც შეეხება, შეგიძლიათ ყოველდღიურად მიირთვათ, ვიდრე სასურველ წონამდე არ დახვალთ.
შეგვიძლია ე.წ. “გასახდომი ჩაიც” მოვამზადოთ. საამისოდ, ერთი სუფრის კოვზ დარიჩინს ერთი ლიტრი მდუღარე წყალი უნდა დავასხათ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 15 წუთით გავაჩეროთ. ასე მომზადებული 1/5 ჭიქა ჩაი უნდა დავლიოთ ყოველი კვების წინ.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ და დაიხსომეთ, რომ დარიჩინი არ არის წონაში კლების ჯადოსნური ფორმულა - ის მხოლოდ დამხმარე, დამატებითი საშუალებაა ეფექტური გახდომისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თქვენ ზოგადად კვების რაციონს და რეჟიმს უფრო ჯანსაღს გახდით და მასში მეტ ხილსა და ბოსტნეულს ჩართავთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა