ბლოგი:
თებერვალი 21, 2013
ავტორი Anika
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის Darphin-ის მომხმარებლებს კარგად გემახსოვრებათ 2012 წლის სიახლე: Ideal Resource-ის ახალი სახის საცხი, რომელიც აზიურ ცენტელაზე და თეთრ ჰიბისკუსზე იყო დამზადებული და დაბერების პირველ ნიშნებთან საბრძოლველად იყო გამიზნული. ამ საცხის გამოსვლას მალევე დიდი ოდენობით დადებითი რეკომენდაციები მოჰყვა და შესაბამისად პოპულარობამაც არ დააყოვნა.
ამ ამბიდან ერთი წლის თავზე Darphin-მა ეს სიახლე დამოუკიდებელ ხაზად აქცია და Ideal Resource-ი რამდენიმე პროდუქტისგან შემდგარ სიახლედ წარმოგვიდგინა: ამ ხაზში ახლა კანის აღმდგენი შრატი და აღმდგენი სითხე შედის.
ახლა მოგიყვებით ვისთვის არის ეს სიახლე შესაფერისი. მოკლედ, Ideal Resource-ის მოხმარება 30 წელს გადაცილებული გოგონებისთვის არის რეკომენდირებული. ეს ეს ეტაპია, როდესაც მიმიკური ნაოჭები გასულ წლებთან შედარებით ცოტა უფრო შესამჩნევი ხდება, სახის ფერი - უფრო ჩამქრალი, კანის ელასტიურობა კი იკლებს. ამ ხაზის ყველა პროდუქტი ბოტანიკური სამეულისგან შედგება, რომელთაც Line Polish Complex-ის ტექნოლოგია გააჩნიათ. სამივე მცენარე Darphin-ის ექსპერტებმა ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის უნიკალური უნარის გამო შეარჩიეს. აზიურ ცენტელას და თეთრი ჰიბისკუსის ყვავილებს კანში კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება შეუძლიათ, გარდა ამისა კანს ბზინვარებასაც უბრუნებენ და მის ზედაპირს გაცილებით გლუვს ხდიან.
ნაოჭებისსაწინააღმდეგო ახალი აღმდგენი შრატი დამატებით ტანინებსაც შეიცავს, რომელიც კანს კიდევ უფრო მეტ სიმკვრივეს ანიჭებს.
აღმდგენი სითხე “ფლუიდი” კი კომბინირებული ტიპის სახის კანისთვის არის განკუთვნილი და “ბონუსად” ცხიმის გამომუშავების მარეგულირებელ კომპონენტს შეიცავს, რომელიც მყისიერად გლუვი კანის ეფექტს იძლევა.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ Darphin-ის პროდუქციის ეფექტრობა ყოველთვის შეგვიძლია გავზარდოთ მასაჟის და თითების ღრმა დაჭერის ხარჯზე, რომელსაც ამ პროდუქციის წასმისას მივმართავთ. ეს მეთოდები სისხლის მიწოდებას აუმჯობესებენ და უფრო სწრად შეწოვას უზრუნველყოფენ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა