ბლოგი:
ივლისი 31, 2012
ავტორი Anika
ცნობილი ჰოლანდიელი მოდელის სახელი ალბათ, ყველასთვის კარგად ნაცნობია. დაუცენ კრესი მოდელების იმ უმცირესობას განეკუთვნება, რომელთაც “არასტანდარტული” სამოდელო მონაცემების მიუხედავად, წლების განმავლობაში საკუთარი თავის ერთ-ერთი წამყვან მოდელად დამკვიდრება მაინც მოახერხეს. ამასთან ერთად, ის ჟიზელ ბიუნდჰენთან, კარლი კლოსთან და დარია ვერბოვისთან ერთად, ყველაზე ათლეტურ მოდელთა რიგებსაც მიეკუთვნება.
კანის კინოფესტივალამდე რამდენიმე დღის ადრე დაუცენი მოდის ჟურნალ VOGUE-ს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ფორმის შენარჩუნებაზე ესაუბრა. სწორედ ამ ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო მონაკვეთები მინდა შევთავაზო “ანიკას ბლოგის” მკითხველებს.
ფიტნესის შესახებ - არასდროს დამისახავს მიზნად, ძალიან გამხდარი ვყოფილიყავი. საკმაოდ შესამჩნევი ზომის დუნდულები მაქვს და ეს მეამაყება. ნიუ-იორკში ჩემი პირადი მწვრთნელი ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება: ბოქსინგს, მუცლის პრესის ვარჯიშებს და თოკით ხტუნვას ყველაზე დიდ დროს ვუთმობ, ვინაიდან ეს ვარჯიშები საუკეთესოა კალორიების დასაწვავად და დუნდულოს და ფეხის კუნთებისთვის ფორმის მისაცემად. მოგზაურობისას, სასტუმროს ნომერში მისვლისას, "აიპედს" ბოლო ხმაზე ვრთავ და ნახევარი საათი შეშლილივით ვცეკვავ. ამ დროს, დიდი რაოდენობით ოფლი გამოდის, რასაც ტოქსინებიც მოყვება და ძალიან კარგი ეფექტი აქვს.
დიეტის შესახებ - ჩემს რაციონში სავალდებულო წესით შედის ბოსტნეულის სუპები, რესტორანში სადილისას კი ორთქლზე მომზადებულ თევზს მივირთმევ. ხორცს კვირაში ერთხელ თუ შევჭამ. საერთოდ დიეტების არ მჯერა, წონაში დაკლების მიზნით არასდროს მიშიმშილია. ხანდახან თავს იმის უფლებასაც ვაძლევ, რომ შემწვარი კარტოფილი დავაგემოვნო. მოგზაურობისას, ხშირად, გაუთვალისწინებელი მენიუს წინაშე აღმოჩნდები, მაგრამ ესეც არ არის პრობლემა: ნომერში დაბრუნებისთანავე ერთ ბოთლ წყალს ვსვამ და ვიძინებ. მეორე დილით, კონტრასტული შხაპი, მწვანე ჩაი, 200 ნახტომი და შეშუპებისგან კვალიც აღარ რჩება.
მაკიაჟი - იმ ქალთა რიგებს არ მივეკუთვნები, რომელთაც სამოგზაუროდ ერთი ჩანთა კოსმეტიკა მიაქვთ. ყოველთვის თან მაქვს სახის დასაბანი საშუალება და სახის დამნამავი საცხი. თუ სადღესასწაულო წვეულებაზე მიწევს წასვლა, საკუთარ თავს უარს არ ვეუბნები სრული მაკიაჟის გაკეთებაზე. თუ მაკიაჟს ჩემით ვიკეთებ, მაშინ ტონალურ კრემს, ვარდისფერ ტუჩის საცხს ან გამჭვირვალე ტუჩის მბზინავს (gloss) ვიყენებ. ყოველთვის თან მაქვს წამწამების ასაპრეხი მოწყობილობა და მიყვარს ფრჩხილის ფერადი ლაქებით ექსპერიმენტირება და სულ ეს არის.
საუკეთესო სურვილებით მომდვენო პოსტამდე,
ანიკა