წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

დავით ქაცარავას რჩევები რბენისთვის მზადებასთან დაკავშირებით

ბლოგი:
მარტი 29, 2016
ავტორი Anika
დავით ქაცარავა - წარმატებული სპორტსმენი, მსახიობი და ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ შეიძლება კარგი სპორტული ფორმის შენარჩუნება და რა არის ჯანსაღი ცხოვრება. ის უკვე მეორე წელია Wings for Life მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩია, აქტიურად არის ჩართული რბენაში და თავის გამოცდილებას გვიზიარებსწყალი "ბაკურიანი" კი წელსაც ამ მსოფლიო ღონისძიების პარტნიორია და ამიტომაც, ჩვენი ბლოგის მეშვეობით სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ პერიოდულად.


წარმოვიდგინოთ საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რომლის მაქსიმალური სპორტული აქტივობა სახლის კიბეზე ფეხით ასვლა არის, როცა ლიფტი გაფუჭებულია. დავითს ვკითხეთ, თუ აქვს ასეთ ადამიან შანსი, რომ ძალიან მოკლე დროში შედარებით უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ჩადგეს.


ყველას შეუძლია კარგ ფიზიკურ ფორმას მიაღწიოს.  ამისთვის, პირველ რიგში, უნდა დაისახოს მიზანი და დაიწყოს მომზადება. იმ შემთხვევაში, თუ არ შეუძლია სატრენაჟორო დარბაზში სიარული, როგორც მინიმუმ, ეზოს სტადიონზე, სარეკრეაციო ზონაში თუ სანაპიროზე  ყოველ დილით დაიწყოს სირბილი. მომზადებისთვის საჭიროა სტაბილურობა - მომავალში კი ეს ჩვევად გამომუშავდება. დატვირთვის გაზრდა ძალიან ინდივიდუალური მაჩვენებელია - როდესაც მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობ, საკუთარ შეგრძნებებზე უნდა იყო ორიენტირებული. თქვენი ორგანიზმი თვითონვე გიპასუხებთ ამ კითხვაზე. 3-4 ვარჯიში დამწყებთათვის, მაქსიმუმ 1 საათი. შემდგომში შესაძლებელია ამ მაჩვენებლების გაზრდა. აარჩიეთ ის სახეობა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, ამ შემთხვევაში ეფექტი ბევრად საგრძნობი იქნება და მეტ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.


კვება წარმატების მიღწევაში 60-70 %-ს შეადგენს, საჭიროა სწორი კვების შერჩევა და რეჟიმის შექმნა. ვიტამინების და დანამატების მიღება მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ არის მისაღები.


რაც მთავარია არ არსებობს ასაკი, როცა უკვე დაგვიანებულია საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა, ვარჯიში ყოველთვის სასარგებლოა, რა თქმა უნდა ყოველ ასაკს თავისი დატვირთვა აქვს.


ამიტომ აუცილებლად სცადეთ და მიხვდებით, რომ ჯანსაღი ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.


მომდევნო პოსტამდე,


ანიკა

მსგავსი ბლოგები