წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

დავუბრუნოთ თმას ბზინვარება

ბლოგი:
სექტემბერი 21, 2013
ავტორი Anika
ზაფხულის ცხელი და მზიანი დღეების შემდეგ, შემოდგომის სეზონს თავის მოვლის თავისი წესები მოაქვს. “წესები” შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ, შეგვიძლია “სეზონური საჭიროებების” სახელითაც მოვიხსენიოთ. თუმცა, ტერმინილოგიაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჭეშმარიტება ერთია: შემოდგომაზე თმას განსაკუთრებული მოვლა და გამოცოცხლება სჭირდება. “გადაღლა” თმაზე, სიმშრალის გარდა, ბზინვარების დაკარგვითაც აისახება. ამიტომაც, ერთ-ერთი (სხვა მრავალთან ერთად) რითიც ჩვენ თმას შეგვიძლია დავეხმაროთ, ბზინვარების აღმდგენი და გამაჯანსაღებელი თმის საშუალებების მიშველებაა.

ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ამ მიმართულებით გამოსადეგ რამდენიმე პროდუქტს წარმოგიდენთ თუ შეგახსენებთ:

1. ორფაზიანი შრატი Cristalliste, Kerastase - თმის მოვლის პრესტიჟული ხაზის, Kerastase-ის ორფაზიანი შრატი Cristal Sculpt მსუბუქი გელია, რომელიც თმის ღერის გარშემო ლიპიდურ ფენას ქმნის. შრატი ჩამობანას არ საჭიროებს, ამიტომაც, ის ადვილად ახერხებს თმის ღერების დატენიანებას და მათთვის მომენტალურად ბზინვარების მინიჭებას. მისი მოხმარების შემდეგ თმა გაცილებით ელასტიური ხდება, ადვილდება მისი დავარცხნა და მისთვის ფორმის მიცემა და რაც მთვარია, ის ჯანმრთელ იერს იბრუნებს.

339x450_1_a489758ba7b57a3cf270e1ebbb1862f2@400x530_0xd42ee42a_4525935111378387846

2. შამპუნი Shine Vitality & Radiance, Yves Rocher – ეს შამპუნი თავის მოვლის ბუნებრივი საშუალებების მოყვარულებს მოეწონებათ ყველაზე მეტად. მიზეზი? ის არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიც სილიკონი და პარაბენია და კალენდულას მცენარეზეა დამზადებული, რომელიც ძალიან მცირე დროში ახერხებს თმისთვის სირბილის და ბზინვარების დაბრუნებას.

339x450_1_5cae45d97c5ce10442af0305c967929a@400x530_0xd42ee42a_2704691631378387845

3. Aveda-ს თმის კონდიციონერი Brilliant - კიდევ ერთი კარგი პროდუქტი ეკო-ბრენდების მოყვარულებითვის! ავედას ფირმის კონდიციონერი Brilliant (რომელსაც შამპუნის შემდეგ მოვიხმართ ბალზამის ნაცვლად) მასში შემავალი მცენარეული კომპონენტების მეშვეობით, თმაზე დამარბილებელ და დამატენიანებელ ეფექტს ახდენს. გარდა ამისა, ის თმის “მოთვინიერებაშიც” დაგეხმარებათ: დაუმორჩილებელ თმას მოაწესრიგებს, ტალღოვან თმას კი ბუნებრივი ფორმის აღდგენაში დაეხმარება. ამ ყველაფერთან ერთად, ეს კონდიციონერი სასურველ ბზინვარებასაც მიანიჭებს თმის ღერებს.

339x450_1_e1bfb1ea2ece343a005be060f78a10ea@400x530_0xd42ee42a_10391391861378387846

4. ცნობილი იაპონური ბრენდის Shiseido-ს შამპუნი Tsubaki, Shining იდეალური პროდუქტია გამომშრალი და ჩამქრალი თმისთვის. ამბობენ, ეს შამპუნი ყველაზე კრიტიკულ შემთხვევებსაც შველისო - ამას კი მის შემადგენლობაში შესულ C და B ვიტამინების და კამელიის ცილების ხარჯზე ახერხებს. ეს ყველაფერი ერთად აღებული თმას ბუნებრივი ტენიანობის აღდგენაში ეხმარება, თმის ბოლოებს გაყოფისგან იცავს და აძლიერებს თმის ღერების გამძლეობას და ელასტიურობას. შამპუნის სასიამოვნო, თაფლის არომატი კი ბონუსად შეგიძლიათ ჩათვალოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები